LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონსტანტინე გამსახურდია: „ნიჭიერს სჭირდება ამ ქვეყნად დახმარება, თორემ უნიჭოს და უხიაგს კარები რომ დაუკეტო, ფანჯრიდან შემოძვრება..გია მაისაშვილის გახსენება, ეს მისი სიტყვებია“

3256
fot (2)

კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და გია მაისაშვილს იხსენებს.

გამსახურდია გვიზიარებს მაისაშვილის სიტყვებს, რომელიც ნიჭიერი ადამიანების ხელშეწყობას ეხება.

„გია მაისაშვილის გახსენება. ეს მისი სიტყვებია. მოიხსენოს უფალმა მისი სული თავის მარადიულ სასუფეველში.

„ნიჭიერს სჭირდება ამ ქვეყნად დახმარება, თორემ უნიჭოს და უხიაგს კარები რომ დაუკეტო, ფანჯრიდან შემოძვრება, ნიჭიერსა და ღირსეულს კი კარებიც რომ გაუღო მაინც ეთაკილება შემოსვლა, ამიტომ ჭეშმარიტი ლიდერები მათ მარტო კარებს კი არ უღებენ, თავად გადიან გარეთ და თავისი ხელით შემოჰყავთ ისინი შინ. ასეა ეს. ჭეშმარიტად დიდი ლიდერის შეფასების მთავარ ფაქტორთა შორისაა თუ რამდენი სხვა ლიდერი გამოზარდა და რამდენ სხვას მისცა რეალიზების საშუალება. ასეა ეს ნებისმიერი ორგანიზაციის ხელმძღვანელის შემთხვევაშიც. როცა პირველი პირი მიდის და ორგანიზაცია ინგრევა, ეს იმას ნიშნავს რომ ლიდერმა არ იზრუნა ან ვერ გაზარდა ახალი ლიდერები. ეს დიდ ხალხს შეუძლია მხოლოდ, პატარას ეშინია, „რომ გავზარდო და მე ჩამანაცვლოსო?“ – აღნიშნულია გამსახურდიას პოსტში.

შეგახსენებთ, ეკონომისტი და პოლიტიკოსი გია მაისაშვილი ტვინის სიმსივნესთან სამწლიანი ბრძოლის შემდეგ 2018 წლის 26 თებერვალს გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები