LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გამორიყა გონიოს სანაპიროზე მკვდარი დელფინი – თვითმხილველის ვიდეო და კომენტარი

115

„ფეისბუქ“-მომხმარებელი ნათია გოცაძე ავრცელებს ვიდეოსა და ფოტოებს, რომლებიც გონიოს სანაპიროზეა გადაღებული და სადაც ჩანს, როგორ გამორიყა ნაპირზე მკვდარი დელფინი. ნათია გოცაძე შესაბამის უწყებებს მიმართავს.

„SOS!!! არ ვიცი ვის ეხება ეს ყველაფერი, მაგრამ ვფიქრობ, სასწრაფო რეაგირებაა საჭირო! ბოლო 3 დღის განმავლობაში უკვე მეორედ, გონიოს სანაპიროზე დამსვენებლებმა მკვდარი ზღვის ბინადარი თითქმის გახრწნილ მდგომარეობაში ამოიტანეს ზღვიდან. ადგილობრივები ამბობენ, რომ ორივე შემთხვევაში იყო დელფინი და დაბინძურებული წყლისგან დაიხოცნენ. მე ამის ექსპერტად ვერ გამოვდგები, ამიტომ ვდებ მასალას და ვისაც შეგიძლიათ შესაბამისი ზომების მიღება ნუ დააყოვნებთ! ეს საშინელებაა!“

როგორც რადიო „ფორტუნასთვის“ გახდა ცნობილი, სახელმწიფოს შესაბამისმა უწყებამ უკვე გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ თუკი დელფინების გამორიყვის ფაქტს შეესწრებით, მათთან ხელით შეხება არ შეიძლება. უნდა დაელოდოთ შესაბამისი სამსახურის მოსვლას ადგილზე.

აღსანიშნავია, რომ წელს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ზღვამ მკვდარი დელფინები გამორიყა.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/natia.gotsadze11/videos/pcb.1804757082873408/1804756759540107/?type=3&theater” width=”600″ height=”400″ onlyvideo=”1″]1

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები