LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გამოვფხიზლდეთ უძილო ღამის შემდეგ?

1733

ადამიანის ორგანიზმი ისეა მოწყობილი, რომ რეჟიმის დაცვის შემთხვევაში, შინაგანი ბიოლოგიური საათი ყოველდღე ერთი და იმავე დროს გაღვიძებასა და დაძინებას გვაიძულებს. მაგრამ რა ვქნათ, თუ გვიან დავიძინეთ, დილას კი, ადრე უნდა გავიძღვოძოთ? გთავაზობთ სწრაფად გამოფხიზლების რამდენიმე სასარგებლო რჩევას.

* კონტრასტული შხაპი 

კონტრასტული შხაპი არა მხოლოდ სწრაფად გამოგაფხიზლებთ და შეგმატებთ ტონუსს, არამედ ნაბახუსევის არასასიამოვნო შეგრძნებასაც გაგანთავისუფლებთ წინა ღამის დროსტარების შემდეგ.

* დღის სინათლე 

ადამიანის ბიორიტმი ყოველთვის აქტიურად რეაგირებს დღის სინათლეზე. ქუჩაში გამოსული ეცადეთ მეტი დრო გაატაროთ მზეზე, რათა ორგანიზმი მიხვდეს, რომ გააქტიურების დროა.

* ფიზიკური აქტივობა 

უცნაურია, მაგრამ ენერგიის დაზოგვის საუკეთესო საშუალება ფიზიკური აქტივობაა. დილის გასეირნება პარკში ან კომპლექსური ვარჯიში სახლში სწრაფად გამოგაფხიზლებთ და მთელი დღით შეგინარჩუნებთ მხნეობას, რადგან ფიზიკური დატვირთვის დროს ადამინის ორგანიზმი დიდი ოდენობით ადრენალინს გამოიმუშავებს, რომელიც ყურადღების მოკრებასა და კონცენტრირებას უწყობს ხელს.

* ფანჯანი ყავა 

მართალი ფინჯანი ყავა გარკვეული პერიოდით მართლაც აფხიზლებს, მაგრამ არ იძლევა მთელი დღისთვის საკმარის ენერგიას, მითუმეტეს, რომ გმოფხიზლებას მხოლოდ რამდენიმე ყლუპი სჭირდება, ზედმეტი კოფეინი კი, მხოლოდ თქვენს თქვენს გაღიზიანებას გამოიწვევს.

* ზომიერი კვება 

დანაყრებული ორგანიზმი საკვების გადამუშავებას იწყებს, რაც მოთენთილობის და დაუძლეველი ძილის მიზეზი ხდება.  სამუშაო მაგიდასთან მოულოდნელად ჩაძინების თავიდან ასაცილებლად, მოერიდეთ სამსახურში ნოყიერი საკვების მიღებას, მხოლოდ წაიხემსეთ და აუცილებლად მსუბუქი საკვბებით.

* ლურჯი ფერი 

ლურჯი ფერი თვალის რეცეპტორებზე ზემოქმედებს და ბიოქიმიური რეაქციას იწვევს, რომელიც ამცირებს ძილის ჰორმონის – მელატონინის გამომუშავებას. თუ წინ დატვირთული დღე გაქვთ, ხშირად შეხედეთ ცას ან ლურჯ ნივთებს, რათა შემთხვევით არ ჩამოგეძინოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები