LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ განვასხვავოთ ორიგინალი სუნამო პატენტისგან

695

თუ სასურველ სუნამოს იმაზე ნაკლებ ფასად წააწყდებით სადმე, ვიდრე ჩვეულებრივ ღირს, ყიდვამდე კარგად დაფიქრდით. შესაძლოა, ფალსიფიცირებულმა სუნამომ თქვენს ჯანმრთელობას საფრთხეც შეუქმნას.

ჟურნალი Harper’s Bazaar აქვეყნებს რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგვეხმარება, მივხვდეთ, არის თუ არა სუნამო ორიგინალი.

Coco-CHANEL-Mademoiselle-logo

  • კარგად დააკვირდით შეფუთვას და ბოთლს, თუ იაფფასიანს ჰგავს, მარტივი მისახვედრია, რომ გატყუებენ.
  • მოერიდეთ  სუნამოების გადამყიდველებს, ისინი საკუთარი პროდუქტის გასაღებას, უმეტესად, ინტერნეტის საშუალებით ახერხებენ. შესაძლოა, გითხრან, რომ სუნამო აჩუქეს და არ მოსწონთ, ამიტომ გაყიდვა გადაწყვიტეს.
  • თუ ყიდულობთ სუნამოს, რომელიც აქამდე არ გქონიათ და არ იცით, როგორი უნდა იყოს ვიზუალურად, მიდით პარფიუმერიის მაღაზიაში და კარგად შეამოწმეთ ორიგინალი სუნამოს შეფუთვაც და არომატიც.
  • სუნამოს ყიდვისას ყურადღებით დააკვირდით ცელოფნის შეფუთვას. კარგად დამზადებული სუნამოს ყუთს ცელოფანი მჭიდროდ აქვს შემოხვეული, პატენტს კი არა.
  • დაათვალიერეთ, სადმე ხომ არ აქვს სუნამოს შეფუთვას ზედმეტი წებო, ან გადასაბმელი ლენტი.
  • თუ ყუთი დამზადებულია ძალიან თხელი მასალისგან, დიდი შანსია, სუნამო ფალსიფიცირებული იყოს. პარფიუმერიის მწარმოებელი ბრენდები ყოველთვის მაღალი ხარისხის მუყაოს იყენებენ სუნამოების შესაფუთად.
  • დააკვირდით ნაბეჭდ ტექსტს, ხომ არ არის უსწორმასწორო, არეული ასოები.
  • კარგად შეისწავლეთ ბარკოდი, რომელიც ყუთის ძირზე უნდა იყოს. თუ ბარკოდი სხვა ადგილას არის, ეს ეჭვის საფუძველს იძლევა.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები