LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოხიბლა მაკა ასათიანმა კლუბ „ბარსელონას“ მფლობელი – „ჩემს ცხოვრებაში მსგავსი სილამაზის არავინ მინახავსო…“

157

ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას „მაესტროს“ ყოფილი დირექტორი, ბაია გადაბაძე მაკა ასათიანთან მეგობრობაზე საუბრობს და იხსენებს ერთ ამბავს, რომელიც მასთან ერთად კანში ყოფნისას გადახდა.

„მე და მაკა საქმიანი ვიზიტით კანის კინოფესტივალზე სხვადასხვა კინოფილმის საყიდლად ვიყავით. მოგეხსენებათ, კანში უამრავი ვარსკვლავი ჩადის და სილამაზე არ უკვირთ, მაგრამ ქუჩაში რომ მჯივდიოდით, ეს იყო საოცრება. უცხო ხალხი აჩერებდა მაკას, კომპლიმენტებს ეუბნებოდნენ და სურათებს იღებდნენ მასთან ერთად…

საღამოს წავედით სავახშმოდ ერთ-ერთ რესტორანში და ვხედავ, წინა მაგიდასთან სხედან მამაკაცები და ძალიან ბევრი ხალხი მიდის, ფოტოს იღებს მათთან. მივხვდი, რომ სელებრითები იყვნენ, აღნაგობის მიხედვით დავუშვი, რომ ფეხბურთელები გახლდნენ.

ვართ მე, მაკას მეუღლე, კოტე და ჩვენი რამდენიმე მეგობარი. უცებ მოდის რესტორნის მფლობელი, რომელიც მაკას იცნობდა და რაღაცას ეუბნება ფრანგულად. მაკა ცოტა გაშრა. ვეკითხები, რა მოხდა-მეთქი და იმ სუფრაზე რომ კაცია, იმას უნდა მოსვლა და კომპლიმენტის თქმა ქალბატონისთვის, თუ სუფრასთან მსხდომი მამაკაცები არ იქნებიან წინააღმდეგიო. ყველამ კოტეს შევხედეთ. კოტემაც, არ ვიქნები წინააღმდეგი, თუ კომპლიმენტის თქმა უნდა, მე რა მაქვს საწინააღმდეგოო. ხანშიშესული მამაკაცი მოვიდა და დაიწყო ლაპარაკი, მე ჩემს ცხოვრებაში მსგავსი სილამაზის არავინ მინახავს და მინდა, ჩემი მოწონება გამოვხატოო, ლამის დაიჩოქა…“ – აღნიშნავს ინტერვიუში ბაია გადაბაძე და დასძენს, რომ ის მამაკაცი კლუბ „ბარსელონას“ მფლობელი აღმოჩნდა. „მერე კარგა ხანს მაკას „ბარსელონას“ ვეძახდით“, იხსენებს ბაია ჟურნალთან ინტერვიუში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები