LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა – 6 რჩევა ჯენიფერ ენისტონისგან

365

მზისგან დამცავი საშუალებები, დაბალანსებული კვება, სილამაზის სწორად აღქმა და კიდევ სამი ანტიასაკობრივი პრინციპი, რომლითაც 47 წლის ჯენიფერ ენისტონი ხელმძღვანელობს.

47 წლის ასაკში ჯენიფერ ენისტონი წარმატებით აგრძელებს სხვადსახვა ტიტულების მოპოვებას. წელს ჟურნალმა People, ის მსოფლიოს ულამაზესი ქალების რეიტინგის ლიდერად დაასახელა. InStyle-თვის მიცემულ ინტერვიუში, ენისტონმა იმ ექვს პრინციპზხე ისაუბრა, რომლებიც მას ასაკთან ბრძოლაში ეხმარებიან.

  1. ავარჯიშეთ სახის კუნთები და არ მისცეთ მათ ატროფირების უფლება. გლუვი და გადატკეცილი კანის შესანარჩუნებლად, ენისტონი სახის  მიკროძაბვურ პროცედურებს მიმართავს. ”ეს ძალიან ჰგავს ვარჯიშებს სახის კანისთვის”, – აღნიშნავს მსახიობი. მიკროძაბვური გაჯეტების მოქმედების პრინციპი საკმაოდ მარტივია – ძაბვის სუსტი იმპულსები კუნთოვან ბოჭკოებზე და ლიმფურ არხებზე ზემოქმედებენ, ხელს უწყობენ ზედმეტი სითხის გამოყოფას და აუმჯობესებენ კანის ტონუსს. სპეციალიზირებულ სალონთან ერთად, მსგავსი გაჯეტის გამოყენება სახლის პირობებშიც თავისუფლად შეიძლება, რადგან დიდი ხანია არსებობს დამოუკიდებელი მოხმარების მიკროძაბვური მასაჟორების რამდენიმე ვერსია.   
  1. მეტი ყურადღება მიაქციეთ კანს და არა ნაოჭებს. ენისტონი აღნიშნავს, რომ მას სახის კანის ჯანმრთელი ბზინვარება უფრო აღელვებს, ვიდრე სიბერის ნიშნები. მსახიობი კანის გაწმენდის ლაზერულ პროცედურას – Clear and Brilliant-ს ანიჭებს უპირატესობას, პერიოდულად კი, პროცედურას Thermage-ს მიმართავს რადიოსიხშირული ტალღების გამოყენებით, რაც კოლოგენის გამოყოფას და კანის გასწორებას უწყობს ხელს.
  2. გამოიყენეთ ნაკლები მაკიაჟი. ”ყოფილი ბოიფრენდი ხშირად მეუბნებოდა, რომ მაკიაჟის გარეშე ბევრად უკეთ გამოვიყურები. გარკვეული დრო დამჭირდა, რათა ამ ”ჯავშნის” გარეშე მეგრძნო თავი კომფორტულად. ახლა კი ვხვდები, რომ ის მართალი იყო”, – ამბობს ენისტონი და მეგობრის სიტყვების დასადასტურებლად, ცდილობს მეტი სითხე მიიღოს და ყოველთვის გამოიყენოს მზისგან დამცავი საცხები.
  1. იმეგობრეთ მზისგან დამცავ საშუალებებთან. ”ახალგაზრდობაში საბავშვო ზეთს ვისვამდი სქელ  ფენად და ყველაფერს ვაკეთებდი, რომ მზეზე დავმწვარიყავი. იმ პერიოდში ნაკლები ინფორმაცია მქონდა და არ ვიცოდი, რამდენად დიდ ზიანს ვაყენებდი საკუთარ თავს”, – აღნიშნავს ენისტონი, რომელსაც დღესაც ძალიან უყვარს გარუჯვა, თუმცა ყოველთვის იყენებს მზისგან დამცავ საცხს Aveeno с SPF 50-ს. ”ის მსუბუქია და კარგად ატენიანებს კანს”, – ხსნის საკუთარ არჩევანს მსახიობი.
  2. იკვებეთ სწორად და დაიცავით ზომიერება. ენისტონის რაციონი ძირითადად ბოსტნეულისგან და უცხიმო ცილებისგან შედგება.”ჩვეულებრივ, ჩემი საუზმე სმუზი ან ტოსტია ავოკადოთი”, – ამბობს ენისტონი და აღნიშნავს, რომ მაქსიმალურად ცდილობს შეამციროს რძის პროდუქტების და გლუტენის მიღება, რაც ყოველთვის არ გამოსდის, რადგან ძალიან უჭირს საყვარელ ყველზე უარის თქმა. თუმცა, ზოგჯერ მაინც აძლევს თავს უფლებას მიირთვას სპაგეტი ან მექსიკური სამზარეულოს საყვარელი კერძები.
  1. შეცვალეთ საკუთარი შეხედულებები. ენისტონის განცხადებით, ასაკთან ერთად სილამაზის აღქმაც იცვლება. ”როცა ვფიქრობ, რა არის ნამდვილი სილამაზე, ყოველთვის გლორია სტეინემს ვიხსენებ. ის 82 წლისაა, ყოველთვის კარგ ფორმაშია და ფანტასტიკურად გამოიყურება”, – აღნიშნავს ენისტონი.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები