LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შევინარჩუნოთ რომანტიკა ურთიერთობაში

571

გთავაზობთ მოკლე „ინსტრუქციას“ რათა არ დაკარგოთ რომანტიზმის შეგრძნება და საყვარელი ადამიანის გახარება მხოლოდ წმინდა ვალენტინის დღეს არ გაიხსენოთ.  

*რომანტიკული პაემანი – მოაწყვეთ პაემანი და შეარჩიეთ ისეთი ადგილი, სადაც მანამდე არასდროს ყოფილხართ, შეუკვეთეთ საყვარელი კერძი და ისიამოვნეთ მშვიდი გარემოთი, უყურეთ ერთმანეთს და არა საკუთარ ტელეფონს – ერთი სიტყვით გაატარეთ საღამო ერთად.  

* გაუკეთეთ ერთმანეთს საჩუქარი – ნუ დაელოდებით კონკრეტულ დღესასწაულს და გაუკეთეთ ერთმანეთს საჩუქარი უმიზეზოდ. გოგონები, რომელთაც პერიოდულად ანებივრებენ თუნდაც უმნიშვნელო სიურპრიზებით, თვითონაც სიამომოვნებით ზრუნავენ პარტნიორის გახარებაზე.

* საკუთარი თავის მოვლა – ხანგრძლივი თანაცხოვრების შემდეგ, ადამიანები ნაკლებად აქცევენ ყურადრებას საკუთარ გარეგნობას და კარგავენ ჩვეულ მომხიბვლელობას. სახლში პიჟამით ან ხალათით სიარული, ადრე თუ გვიან აუცილებლად კატასტროფით დასრულდება, რადგან არავის სურს გაბურძნული ან დაუვარცხნელი, მუდმივად მოუწესრიგებლობა და მოუვლელი ადამაინის ყურება.

* ნუ გააღიზიანებთ ერთმანეთს უმიზეზოდ – ისწავლეთ დათმობა და შეეგუეთ აზრს, რომ ყოველთვის ვერ მიიღებთ სასურველს, რადგან ყველას საკუთარი მოთხოვნილება, გემოვნება და „კაპრიზები“ აქვს, კომპრომისი კი, აუცილებელია ხანგრძლივი და ჰარმონიული ურთიერთობის შესანარჩუნებლად.

* ერთმანეთით აღფრთოვანება – ახლად შექმნილ წყვილებს არასდროს ენანებათ ერთმანეთისთვის კომპლინემტები, თუმცა, მათ, ვინც დიდი ხანია ერთადაა, ხშირად ავიწყდება ან საერთოდ ეზარება სასიამოვნოს თქმა. ნუ დაელოდებით პარტნიორის შექებას, თავად გადადგით პირველი ნაბიჯი და მოუწონეთ თქვენს დიასახლისს გემრიელად მომზადებული სადილი, აკურატულად მილაგებული სახლი და აუცილებლად მიიღებთ საპასუხო კომპლიმენტს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები