LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვიპოვოთ საუკეთესო მეგობარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

3209

მამაკაცები დარწმუნებული არიან, რომ ქალებს მხოლოდ კონკურენცია გამოსდით კარგად, “ნამდვილი მეგობრობა” კი, მარტო თვითონ შეუძლით. საინტერესოა, ზოდიაქოს რომელი ნიშნის ქალბატონია საუკეთესო მეგობარი და ვინ ამართლებს მამაკაცების მოსაზრებას?!

ვერძი – თავგანწირული მეგობარია. ყოველთვის მზადაა მხარდაჭერისთვის, თავისუფლად შეუძლია საკუთარ ინტერესებზე უარის თქმა და ნებისმირის, რაც მთავარია უანგაროდ დახმარება. მაქსიმალისტ ვერძს ძალიან არ უყვარს შუა გზაზე გაჩერება და ზოგჯერ საკუთარი ჯანმრთელობის ფასად მიჰყავს დაწყებული საქმე ბოლომდე.

კურო – სასიამოვნო ქალბატონია, რომელიც მეგობრების ნდობით სარგებლობს და ყოველთვის შეუძლია დახმარება, მთავარია ფინანსურ საკითხებს არ შეეხოთ არასდროს, რადგან ვერც მატერიალურ მხარდაჭერას მიიღებთ და მეგობარსაც სამუდამოდ დაკარგავთ.

ტყუპები – ოპტიმისტი და ყოველთვის მსუბუქი, იდეალური კომპანიონია მოგზაურობისას. მასთან ერთად სასიამოვნოა ექსკურსიის მოწყობა და ღირსშესანიშნაობების დათვარიელება, თუმცა, მოგიწევთ მისი გაუთავებელი საკურორტო რომანების, კავალერების გაძლება და გაუთავებელი ყბედობის მოსმენა, შვებულების ბოლოს კი, მიხვდებით, რომ დასვენების ნაცვლად, ძალიან დაიღალეთ.

კირჩხიბი – სამართლიანად იმსახურებს “ნამდვილი მეგობრის” სტატუსს, მაგრამ ალტრუისტს ნამდვილად ვერ დაარქმევთ, რადგან მგრძნობიარე და გულისხმიერი, პრაქტიკული და საკმაოდ ანაგარებიანიცაა. რა თქმა უნდა, თუ გაგიჭირდათ აუცილებლად დაგეხმარებათ, მაგრამ ისე, რომ თვითონ არაფერი დააკლდეს. კირჩხიბი კარგი დიასახლისი, მეუღლეა და ოჯახით გატაცებულს, ხშირად მეგობრებისთვის დრო საერთოდ არ რჩება.

ლომი – ელიტარული საზოგადოების მოყვარულია და მეგობრებადაც მხოლოდ მათ ირჩევს, ახლობლების წრეში ყოველთვის ლიდერის სტატუსით სარგებლობს და ხშირად, საკმაოდ “ძვირადღირებული კაპრიზების” დაკმაყოფილებას მოითხოვს, მაგრამ თავად არაფრის გაცემა არ სურს. ლომის საზოგადოებაში გართობა კარგია, თუმცა, მასთან მეგობრობა ნაკლებად გამოგადგებათ.

ქალწული – საკუთარი თავის და სხვების მიმართ ერთნაირად მომთხოვნია,  ძალიან უყვარს ჭკუის სწავლება და “სასარგებლო” რჩევების მიცემა, თუმცა, თავად არასდროს ღებულობს კრიტიკას და მაშინაც კი, როცა დარწმუნებულია თქვენს ობიექტურობაში, ძალიან გაგიბრაზდებათ და შესაძლოა თქვენთან მეგობრობაზეც თქვას უარი.

სასწორი – კორექტული და თავაზიანი ქალბატონია, რომელიც ყოველთვის ერიდება უსიამოვნებებს და არასდროს ებმება კონფლიქტში. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა ასეთ კომპანიონთან ერთად გართობა, მაგრამ რად გინდათ მეგობარი, რომლისგანაც პირფერობის მეტს ვერაფერს მიიღებთ.

მორიელი – ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე ეჭვიანია და რატომღაც დარწმუნებულია, თუ პატივი დაგდოთ და მეგობარი დაგარქვათ, მაშინ აუცილებლად მისი საკუთრება ხართ. არასდროს გაუწევს ანგარიშს თქვენს პირად ცხოვრებას, მაშინ გესტუმრებათ, როცა მოისურვებს და ულევ პრობლემებსაც მოგიტანთ. ნურასდროს ეცდებით გაუზიაროთ მორიელს  საკუთარი დარდი, რადგან არასდროს მოგისმენთ და გულსაც დაგწყვიტავთ.

მშვილდოსანი – დამოუკიდებელი ქალბატონია, რომელსაც საერთოდ არ ესმის რა საჭიროა მეგობრები, ამიტომ ურთიერთობისთვის მხოლოდ მათ ირჩევს, ვისგანაც სარგებელი მეტია, თუმცა შესაშური ნიჭით დაგარწმუნებთ საკუთარ მეგობრობაში და მხოლოდ მაშინ მიხვდებით, რომ გაგაცურეს, როცა ძალიან გვიან იქნება.

თხის რქა – ყველაზე ერთგული მეგობარია, რომელიც მთელი ცხოვრება თქვნს გვერდით იქნება. მართალია, უცხოებთან თავშეკავებული, საკმაოდ გულგრილი ქალბატონის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ მეგობრებისთვის ყველაზე ხელგაშლილი და საიმედო ადამიანია, რომელიც არასდროს მიგატოვებთ გასაჭირში.

მერწყული – ენერგიული ქალბატონია, რომელიც ყოველთვის ახერხებს პრობლემების მიზიდვას, მის გვერდით არასდროს მოგწყინდებათ და აუცილებლად წვრილმანებში  გეცოდინებათ უკანასკნელი ჭორები. მერწყული იშვიათადაა კარგი მეგობარი, რადგან ხალხმრავალი კომპანიები უყვარს და მხოლოდ მათთან მეგობრობს, ვისთანაც მხიარულად შეიძლება დროის გატარება.

თევზები – მშვიდი ქალბატონია, რომელიც სწრაფად განგაწყობთ გულახდილობისკენ და თვითონაც გაგანდობთ საკუთარ საიდუმლოს, თუმცა არ ღირს ზედმეტად დაახლოება, რადგან შუაღამისასაც თავისუფლად შეუძლია შეგახსენოთ თავი და მეგობრობის მომიზეზებით დიდხანს გესაუბროთ საკუთარ გეგმებსა და არ ახდენილ ოცნებებზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები