LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

67

გარემოს ეროვნული სააგენტო 11 – 12  მარტის  ამინდის პროგნოზს აქვეყნებს. სინოპტიკოსები საქართველოს ცალკეულ რაიონში მცირე ნალექს პროგნოზირებენ.

ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში 11 მარტს +11, +16 გრადუსია მოსალოდნელი. 12 მარტს აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა +8, + 13 გრადუსამდე დაიკლებს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 12 მარტს მოსალოდნელია მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა 11 მარტს +13, +15, ხოლო 12 მარტს +9, +11 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები