როგორი იქნება ძაღლის წელი აღმოსავლური ჰოროსკოპით

1289

სულ რამდენიმე კვირაში მსოფლიო ახალ წლის დადგომას იზეიმებს. საინტერესოა, როგორი იქნება ძაღლის წელიწადი აღმოსავლური ჰოროსკოპით.

* ვირთხა, 1912, 1924, 1936, 1948, 1960, 1972, 1984, 1996, 2008

წლის ფერი-თილისმა – თეთრი, მოყვითალო-მწვანე, ზურმუხტისფერი.

ენდეთ საკუთარ ინტუიციას, რათა დაიცვათ თავი სერიოზული შცდომებისგან. დაასრულეთ  წლების მანძილზე გადადებული საქმეები და წამოიწყეთ ახალი პროექტები, რომლებიც მნიშვნელოვნად გააფართოვებენ თქვენს კავშირებს და გააუმჯობესებენ მატერიალურ მდგომარეობას. მთავარი სიურპრიზი კი, ძველ ნაცნობებთან ურთიერთობის აღდგენა იქნება.

* ხარი, 1913, 1925, 1937, 1949, 1961, 1973, 1985, 1997, 2009

წლის ფერი-თილისმა – მწვანე, წითელი

ნებისმიერ სიტუაციაში გამოიყენეთ ახლობლების დახმარება, რათა არ მოგიწიოთ პრობლემური საკითხების დამოუკიდებლად გადაჭრა. მიიღეთ გადაწყვეტილება ლოგიკაზე და არა ემოციებზე დაყრდნობით. მოერიდეთ კონფლიქტებს, განსაკუთრებით იურიდიულ საქმის გაჩევას. ნუ დაიღლებით უინტერესო ადამიანებთან ურთიერთობით, თუ მიხვდით, რომ ფუჭად კარგავთ დროს და ძალას, უკეთესია საერთოდ შეწყვიტოთ მათთან ურთიერთობა.

* ვეფხვი, 1914, 1926, 1938, 1950, 1962, 1974, 1986, 1998, 2010

წლის ფერი-თილისმა – თეთრი, ღია ნაცრისფერი, ფირუზისფერი

საკმაოდ წარმატებული წელია. შეძლებთ შეიცვალოთ შინაგანად და გარეგნულად, პოზიტიური ცვლილებებია მოსალოდნელი პირად ცხოვრებაშიც, გაგიჩნდებათ სურვილი, მეტად ენდოთ და ახლებურად ააწყოთ ურთიერთობა პარტნიორთან. იმ შემთხვევაში, თუ მარტო ხართ, ელოდეთ ახალი ადამიანის გამოჩენას მაისის თვეში.

* კურდღელი ან კატა, 1915, 1927, 1939, 1951, 1963, 1975, 1987, 1999, 2011

წლის ფერი-თილისმა – ფირუზისფერი, წითელი

სრულდება ემოციონალური განვითარების მორიგი ციკლი, ამიტომ გრძნობებიც სულ უფრო მძაფრი და ინტენსიური იქნება, გაგიმარტივდებათ იმ ადამიანების გამოყოფა, ვისთანაც ურთიერთობა აღარ გაინტერესებთ. შეიტანეთ კორექტივები საკუთარ სოციალურ წრეში, თამამად განაცხადეთ საკუთარ უფლებებსა და მოთხოვნილებებზე. მიღებული თანხა პირველ რიგში ცოდნის შესაძენად გამოიყენეთ, სერიოზულად დაფიქრდით ურთიერთობაზე პარტნიორთან, რაც განსაკუთრებით აქტუალური წლის ბოლოს გახდება. საუკეთესო პერიოდი – მაისიდან ივლისის ჩათვლით.

* დრაკონი, 1916, 1928, 1940, 1952, 1964, 1976, 1988, 2000, 2012

წლის ფერი-თილისმა – თეთრი, ოქროსფერი

აქტიური საქმიანობა დროებითი პასიურობით შეიცვლება, შეეცადეთ მშვიდად მიიღოთ „უსაქმურობა“ და პაუზა ძალების აღსადგენად გამოიყენოთ. დაეყრდენით საკუთარ ინტუიციას, თუმცა ნუ იტყვით უარს გამოცდილი ადამიანების რჩევის გათვალისწინებაზე. არაა გამორიცხული, აჰყვეთ ემოციებს და საკმაოდ სერიოზული შეცდომები დაუშვათ ზაფხულში. გაზაფხული და ზაფხული – ოპტიმალური პერიოდია ახალი რომანის დასაწყებად, შესაძლოა, საქმიანი ურთიერთობაც რომანტიკულ თავგადასავალში გადაიზარდოს.

* გველი, 1917, 1929, 1941, 1953, 1965, 1977, 1989, 2001, 2013

წლის ფერი-თილისმა – ფირუზისფერი, აკვამარინი

წელიწადი ახალი ნაცნობობის, გეგმებისა და იდეების მომტანი იქნება. სრულ თავისუფლებას მიიღებთ საქმეებში და პირად ცხოვრებაში. ენერგიისა და ჯანმრთელობის დასაზოგად სწორად განსაზღვრეთ პრიორიტეტები და აუცილებლად დაისვენეთ ზაფხულში, რადგან ფიზიკური და ემოციონალური დაღლილობა თავისუფლად შეიძლება გახდეს ფინანსური დანაკარგების მიზეზი. მთავარი სიახლე სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გატანა იქნება.

* ცხენი, 1918, 1930, 1942, 1954, 1966, 1978, 1990, 2002, 2014

წლის ფერი-თილისმა – თეთრი, ცისფერი, მწვანე

დამდეგი წელი გაიძულებთ მაქსიმალურად გამოიყენოთ საუკეთესო თვისებები – ოპტიმიზმი, თვითრწმენა, რისკისა და ლოგიკის შეთავსების უნარი. ეცადეთ მშვიდად მიიღოთ ყველა მარცხი, ნუ გაღიზიანდებით, თუ სწრაფად ვერ მიიღებთ სასურველს. ახალი პროექტების რეალიზებისას ყურადღება გაამახვილეთ მენეჯმენტზე და არა კრეატივზე. თუ მეწყვილეს ან ახალ რომატიკულ თავგადასავლებს ეძებთ, ჯერ ძველი დაასრულეთ, მერე კი, იქ გაატარეთ შვებულება, სადაც არასდროს ყოფილხართ.

* თხა, 1919, 1931, 1943, 1955, 1967, 1979, 1991, 2003, 2015

წლის ფერი-თილისმა – თეთრი, ინდიგო

სტაბილური ფინანსური და ოჯახური მდგომარეობა! – სწორედ ეს გახდება ახალ წელს თქვენი მთავარი სლოგანი. ოპტიმალური პერიოდი მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად – ინვრიდან მაისის ჩათვლით, ზაფხულში კი, დაისვენეთ და ეცადეთ არ დააგროვოთ საქმეები, რადგან არაა გამორიცხული გადაიღალოთ და საერთოდ ვერაფერი ვერ გააკეთოთ. ოქტომბერი და ნოემბერი ყველაზე რთული პერიოდი იქნება, ივნისი და დეკემბერი კი – ყველაზე საიმედო.

* მაიმუნი, 1908, 1920, 1932, 1944, 1956, 1968, 1980, 1992, 2004, 2016

წლის ფერი-თილისმა – ნარინჯისფერ-წითელი, ყავისფერი

მაისის ჩათვლით საკმაოდ ოპტიმისტუირი განწყობა გექნებათ, რაც ზაფხულში ახალი პროექტების დაწყებაში დაგეხმარებათ. ივნისში მივლინებაში გაემგზავრებით, სექტემბერი კი, ენედ~რგიის აღსადგენად გამოიყენეთ. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას, რადგან გადაღლა კონცენტრაციას დაგაკარგვინებთ, უყურადღებობა კი, იურიდიული პრობლემების მიზეზი გახდება. ნუ იტყვით უარს წვეულებაზე მიპატიჟებაზე, რადგან მეგობრული ურთიერთობა თავისუფლად შეიძლება გადაიზარდოს რომანტიკულში.

* მამალი, 1921, 1933, 1945, 1957, 1969, 1981, 1993, 2005, 2017

წლის ფერი-თილისმა – ლურჯი, მწვანე

აქტიური წლის შემდეგ, ეცადეთ ცოტა დაისვენოთ, გადახედოთ შესრულებულ საქმეებს და თავიდან განსაზღვროთ პრიორიტეტები. შეეცადათ იაზროვნოთ საღად, დაეყრდენით ლოგიკას და არა ემოციებს. ისწავლეთ უარის თქმა, რადგან ყველა შეთავაზება ნამდვილად არ იქნება სარგებლის მომტანი. მოერიდეთ იმპულსურ და გაუაზრებელ მოქმედებებს. გაზაფხული – საუკეთესო პერიოდია ძველ პარტნიორთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, წლის ბოლო სამი თვე კი – იდეალური დროა ახალი რომანტიკული თავგადასავლების დასაწყებად.

* ძაღლი, 1922, 1934, 1946, 1958, 1970, 1982, 1994, 2006, 2018

წლის ფერი-თილისმა – წითელი, მწვანე, ცისფერი

ბოლო თვეების დაძაბულობას პოზიტივი და ახალი ფანტაზიები ჩაანაცვლებს. რა თქმა უნდა, წელიწადი უამრავ საინტერესო სიურპრიზს გიმზადებთ. საუკეთესო თვისებების – გამბედაობისა და შეუპოვრების გამოყენებით შეძლებთ ყველაზე თამამი ამბიციების, მათ შორის ფინანსური სურვილების დაკმაყოფილებას. აპრილსა და ივნისში სწორად გადაანაწილეთ ხარჯები, წვრილმანები მოგვიანებით შეიძინეთ, მანამდე კი ყურადღება მომგებიან ინვესტიციებზე გაამახვილეთ. არაა გამორიცხული გაემგზავროთ შორეულ მოგზაურობაში, სადაც ახალ პარტნიორს შეიძენთ. ზაფხულში დაისვენეთ, მიიღეთ მიწვევა ნებისმიერ კონცერტზე, წვეულებასა და დღესასწაულზე.

* ღორი, 1923, 1935, 1947, 1959, 1971, 1983, 1995, 2007, 2019

წლის ფერი-თილისმა -მწვანე

ძაღლის წელიწადში ძალიან გამოგადგებათ თქვენი საუკეთესო თვისებები – დამოუკიდებლობის და თავისუფლების სიყვარული, ენერგიული ოპტიმიზმი და მშვიდი თვითრწმენა. შეძლებთ ადამიანებთან საერთო ენის გამონახვას, საკუთარი იდეებით დაინტერესებას და მათი მხარდაჭერის მიღებას. ენდეთ გამოცდილი ადამიანების რჩევას, გამოიყენეთ მათი დახმარება საქმეებსა და პირად ცხოვრებაში. ყურადღებით შეაფასეთ ნებისმიერი სიტუაცია, ნუ დათანხმდებით შეთავაზებას, სანამ არ გაეცნობით სრულ ინფორმაციას. მაისი – საუკეთესო თვეა რომანტიკული თავგადასავლების დასაწყებად, ზაფხულში კი, არაა გამორიცხული რომანი გააჩაღოთ უცხოელთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები