ეზოთერიკოსი თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში საზოგადოებას მორიგ სასარგებლო და საინტერესო რჩევებს გვიზიარებს.
„მზის ადამიანები – მათი დანიშნულება ჩრდილში დამალვა კი არა, ნათებაა!
1, 10, 19 და 28 რიცხვებში დაბადებულ ადამიანებს რიცხვი 1-ის ენერგიას მიაკუთვნებენ. ციფრულ ფსიქოლოგიაში მათ მფარველად მზე მიიჩნევა , ლიდერობის, სიცოცხლის ძალის, თავდაჯერებულობის, დამოუკიდებლობისა და შინაგანი სიმტკიცის სიმბოლო.
მათი დანიშნულებაა, ანათებდნენ! ☀️
☀️ ერთიანების გარეგნობა და ენერგეტიკა
მათ ხშირად აღწერენ, როგორც ტანად, ენერგიულ და მოძრავ ადამიანებს, რომლებსაც გამოკვეთილი აღნაგობა და თავდაჯერებული სიარული ახასიათებთ.
მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ მზის ენერგიას ხერხემალს უკავშირებენ , ჩვენს შინაგან ღერძსა და საყრდენს. ამიტომ პირველი რიცხვის ენერგიის მქონე ადამიანებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გამართულ ზურგს, სწორ დგომას, გაშლილ მხრებსა და თავის მაღლა დაჭერის უნარს.
არსებობს საინტერესო მეტაფორა: როდესაც ადამიანი გამუდმებით იხრება და თითქოს ცდილობს, უფრო პატარა და შეუმჩნეველი გახდეს, ღირს დაფიქრება , ხომ არ მიეჩვია საკუთარი ძალის დამალვას?
☀️ ერთიანები და დაქირავებული სამსახური
აი, აქ იწყება ყველაზე საინტერესო!
ერთიანებს ბუნებით ორგანიზატორებად, ხელმძღვანელებად, მოტივატორებად და სტრატეგებად მიიჩნევენ.
მათ არ უყვართ, როდესაც სხვები მათ ბრძანებებს აძლევენ, ყოველ ნაბიჯს უკონტროლებენ და კარნახობენ, როგორ იმოქმედონ ან როგორ იცხოვრონ. მათ სურთ, თავად მართავდნენ საკუთარ ცხოვრებას და დამოუკიდებლად იღებდნენ გადაწყვეტილებებს.
და ეს გასაკვირი არც არის! მზე ხომ არავის ეკითხება ნებართვას, სანამ ამოვა! ☀️
პირველი რიცხვის ენერგიის მქონე ადამიანებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების თავისუფლება და საკუთარი იდეების განსახორციელებლად საჭირო სივრცე.
ამიტომ ბევრი მათგანი საკუთარი საქმის წამოწყებისკენ, მეწარმეობისკენ, ხელმძღვანელი პოზიციების დაკავებისკენ, პირადი ბრენდის შექმნისა თუ დამოუკიდებელი პროფესიული საქმიანობისკენ ისწრაფვის.
თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათ დაქირავებულ სამსახურში მუშაობა არ შეუძლიათ. მთავარია, ჰქონდეთ ინიციატივის გამოჩენის, პასუხისმგებლობის აღებისა და შედეგზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა.
☀️ საინტერესო თავისებურებები
1, 10, 19 და 28 რიცხვებში დაბადებულ ადამიანებს ხშირად არ უყვართ მეორე ადგილზე ყოფნა. გარეგნულად მშვიდებიც რომ იყვნენ, შინაგანად ხშირად აქვთ სურვილი, საკუთარ საქმეში საუკეთესოები გახდნენ.
ისინი ცხოვრებაში პირველაღმომჩენებად გვევლინებიან , არ უშინდებიან სირთულეებს და გამოსავლის პოვნას ხშირად მოქმედების პროცესშივე ახერხებენ.
☀️ მათ აღიარება შთააგონებს.
მიღწევებისთვის გულწრფელი შექება მათთვის დამატებითი მზის სხივივითაა.
☀️ უყვართ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება.
სცადეთ, უთხრათ ასეთ ადამიანს: „შენ ამას ვერ შეძლებ, არაფერი გამოგივა!“ შესაძლოა, სწორედ ეს გახდეს მისი მთავარი მოტივაცია, საპირისპირო დაამტკიცოს.
მათთვის თითქმის არ არსებობს ისეთი რამ, რაც შეუძლებლად მიაჩნიათ! 👌
☀️ სხვების ანთება და შთაგონება შეუძლიათ.
მათი ძლიერი მხარე მხოლოდ პირადი მიღწევები არ არის. მათ ხშირად შეუძლიათ, სხვებს საკუთარი თავის რწმენა დაუბრუნონ, მოტივაცია მისცენ და სწორი მიმართულებით წაიყვანონ.
მათი საყვარელი ფრაზაა:
„ყველაფერი კარგად იქნება. აუცილებლად გამოგივა!“
☀️ პატივისცემას აფასებენ.
მათთვის მნიშვნელოვანია, რომ სხვები მათ აზრს ითვალისწინებდნენ და მათ წვლილს სათანადოდ აფასებდნენ. არ უყვართ ზეწოლა და იძულება.
☀️ მათი ამოცანა ბრძნული ლიდერობის სწავლაა.
მათი მიზანი არ უნდა იყოს ავტორიტეტით სხვების დათრგუნვა ან უსიტყვო მორჩილების მოთხოვნა. ნამდვილი ლიდერობა ისეთი გარემოს შექმნაა, სადაც სხვებიც შეძლებენ თავიანთი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენას.
☀️ მზის ენერგიის მთავარი გაკვეთილი
ნამდვილი ლიდერი ის არ არის, ვინც სხვებს აიძულებს, უკან გაჰყვნენ.
ნამდვილი ლიდერი ის არის, ვის გვერდითაც ადამიანები თავად იწყებენ საკუთარი შესაძლებლობების რწმენას.
დაიმახსოვრეთ, მზის ენერგიის მქონე ადამიანებო: მზე ყველას ანათებს, მაგრამ ყველასთვის თავის დაწვა არ ევალება.
ამიტომ მნიშვნელოვანია, ისწავლოთ არა მხოლოდ ენერგიის, ცოდნისა და მხარდაჭერის გაცემა, არამედ საკუთარი ძალების დაზოგვა და პირადი რესურსების დაცვაც.
ახლა კი, გამოტყდით, ჩემო მზის ადამიანებო! ☀️
ვინ ხართ დაბადებული 1, 10, 19 ან 28 რიცხვში?
გიყვართ ხელმძღვანელობა თუ უკვე ისწავლეთ, როგორ შეასრულოთ სხვისი მითითებები მშვიდად და შინაგანი წინააღმდეგობის გარეშე?“, – წერს თამარ იოსელიანი.
„ძილის წინ ეს 3 ფრაზა უთხარით ერთ ჭიქა წყალს და შემდეგ დალიეთ“ – ეზოთერიკოსის სასარგებლო რჩევა
„ძილის წინ ეს 3 ფრაზა უთხარით ერთ ჭიქა წყალს და შემდეგ დალიეთ“ – ეზოთერიკოსის სასარგებლო რჩევა
„22 აგვისტო – ფულისა და კეთილდღეობის დღე…რა უნდა გავაკეთოთ“ – ეზოთერიკოსის საინტერესო რჩევა
