LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„22 აგვისტო – ფულისა და კეთილდღეობის დღე…რა უნდა გავაკეთოთ“ – ეზოთერიკოსის საინტერესო რჩევა

276
2026-08-22_00-16-34_847652

ეზოთერიკოსი თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში სასარგებლო ინფორმაციას გვიზიარებს.

„22 აგვისტო – ფულისა და კეთილდღეობის დღე.

„არსებობს დღეები, როცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ყურადღება გადავიტანოთ ფულის დაკარგვის შიშიდან ახალი შესაძლებლობების დანახვაზე.

თუ შემოსავალი ძალისხმევით მოდის, ხარჯები კი შემოსავალზე სწრაფად იზრდება და საფულეში თითქოს „ქარი დაქრის“ დღეს სცადეთ ეს მარტივი პრაქტიკა კუპიურით.

რა უნდა გააკეთოთ:

აიღეთ ნებისმიერი კუპიურა.
მოიქციეთ ხელისგულებს შორის, დახუჭეთ თვალები რამდენიმე წამით და მშვიდად იგრძენით მისი სითბო.
სამჯერ, ხმამაღლა ან გულში, წარმოთქვით:

„ფულო, მოდი ჩემს საფულეში,
მოიტანე სიუხვე და სიხარული.
გამრავლდი და ნუ გამექცევი,
ჩემი სახლი კეთილდღეობით აავსე.“

მესამე გამეორების შემდეგ კუპიურა კვლავ საფულეში ჩადეთ იმ ადგილას, სადაც ჩვეულებრივ ინახავთ. ამის შემდეგ პრაქტიკას აღარ დაუბრუნდეთ , თქვენი განზრახვა უკვე ნათქვამია.

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი:
რიტუალის შემდეგ გააკეთეთ ერთი რეალური, პრაქტიკული მოქმედება ფინანსური კეთილდღეობისკენ გადაამოწმეთ ბიუჯეტი, მისწერეთ კლიენტს, შესთავაზეთ თქვენი მომსახურება ან დაასრულეთ საქმე, რომელსაც შემოსავლის მოტანა შეუძლია.

განზრახვა + მოქმედება – სწორედ აქ იწყება ცვლილება“, – წერს თამარ იოსელიანი.

„ძილის წინ ეს 3 ფრაზა უთხარით ერთ ჭიქა წყალს და შემდეგ დალიეთ“ – ეზოთერიკოსის სასარგებლო რჩევა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები