LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძილის წინ ეს 3 ფრაზა უთხარით ერთ ჭიქა წყალს და შემდეგ დალიეთ“ – ეზოთერიკოსის სასარგებლო რჩევა

2796
2026-08-19_23-42-47_918740

ეზოთერიკოსი თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში მორიგ სასარგებლო რჩევას გვიზიარებს.

„ძილის წინ ეს 3 ფრაზა უთხარით ერთ ჭიქა წყალს და შემდეგ დალიეთ.
ძილის წინ რამდენიმე წუთით გაჩერდით, აიღეთ ერთი ჭიქა წყალი, მშვიდად ჩაისუნთქეთ და გულწრფელად წარმოთქვით:

„ჩემი სხეულის ყოველი უჯრედი ივსება ჯანმრთელობით, სიმდიდრითა და ბედნიერებით.“
„ყველაფერი, რაც მინდა, უკვე მოდის ჩემს ცხოვრებაში.“
„ჩემი ყოველი ნაბიჯი მაახლოებს ჩემს მიზნებთან.“
შემდეგ ნელა დალიეთ წყალი და წარმოიდგინეთ, რომ თქვენს განზრახვას საკუთარ თავში იღებთ.
ამ პრაქტიკის იდეა მარტივია: წყალი გამოიყენოთ როგორც სიმბოლური „მატარებელი“ თქვენი განზრახვისთვის , ყურადღება გადაიტანოთ იმაზე, რისი შექმნაც და მიღწევაც გსურთ.

ყველაზე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სიტყვების გამეორება, არამედ ის განწყობა, რწმენა და მოქმედება, რომელსაც ამ სიტყვებს უკავშირებთ.

სცადეთ ეს პრაქტიკა რამდენიმე დღის განმავლობაში და დააკვირდით თქვენს ემოციებს, ფიქრებსა და ყოველდღიურ ქცევებს“, – წერს თამარ იოსელიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები