LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორია საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები?

84

ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა, რომელიც საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის გაცემულ ხელფასებს, პრემიებსა და დანამატებს გულისხმობს, დღემდე დავის საგანია.  მოსახლეობა ხშირად წუხს, როდესაც მაღალი რიცხვები ესმის და ეს სამართლიანიც არის, რადგან საჯარო სექტორში დასაქმებულებს ხელფასს სწორედ მოსახლეობა უხდის ბიუჯეტში გადახდილი გადასახადებით. საქსტატის ოფიციალური, 2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემების მიხედვით, საქართველოში სახელმწიფო სექტორში დასაქმებული მოქალაქეების საშუალო თვიური ანაზღაურება ათას 327ი ლარია.

როგორც აღმოჩნდა, სახელმწიფო სექტორში ყველაზე მაღალი თანამდებობრივი სარგო კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს აქვს- თვეში 16 ათას 537 ლარი. შემდეგ მოდის ამავე სტრუქტურის კომისიის წევრთა ანაზღაურება, რომელიც 16 ათასი ლარის ფარგლებში მერყეობს. თანამდებობრივი სარგოს შემდეგ საფეხურს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ხელფასი იკავებს, ანუ ირინა მილორავა თვეში 12 ათას 648 ლარს იღებს. რიგით მეოთხე პოზიციაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძეა-12 ათას 500ი ლარით. რაც შეეხება სასამართლო უწყებას, ყველაზე მაღალი ხელფასი საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეებს აქვთ და 7 ათას ლარს შეადგენს, ხოლო  მათ თანამდებობრივ სარგოს 100 ლარით ჩამოუვარდება საქართველოს პრეზიდენტის ხელფასი.

გარდა სახელმწიფო სექტორში არსებული მაღალი ხელფასებისა, თანამდებობრივი სარგო განსაკუთრებით მაღალია სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ შპს-ებსა ან სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელთა შემთხვევაში და ამის კარგი მაგალითია, „საპარტნიორო ფონდის“  ხელმძღვანელის დავით საგანელიძის მიერ ერთი წლის მანძლზე აღებული თანამდებობრივი სარგო, რომელიც, დეკლარაციის მიხედვით 336 ათასი ლარი იყო, რაც თვეში დაახლოებით 28 ათასი ლარია, თუმცა მასზე მაღალი თანამდებობრივი სარგო  ცესკოს დირექტორს აქვს, ანუ თვიური ანაზჟაურება 5 ათას ორმოცი ლარია.

რაც შეეხება ქვეყნის პრემიერ მინისტრს,  გიორგი კვირიკაშვილის ხელფასი 4 ათას 250 ლარს შეადგენს. 3 ათას 910 ლარია მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ხელფასი და ბოლოს,  სიაში 31-ე ადგილას მოხვდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი, თვიურად, 3 ათას 500ი ლარის შემოსავლით.

 

მარიამ ადამია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები