LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი დიზაინერი შეკერავს მეგანი მარკლის საქორწინო კაბას

111

რამდენიმე დღის წინ, დიზაინერმა ჯაილს დიკონმა, რომელსაც პიპა მიდლტონის საქორწინო კაბა ეკუთვნის, მეგან მარკლთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა და განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ მარკლი მას საქორწინო კაბაზე მიმართავს, ის ძალიან გახარებული იქნება.

ამ ამბიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ მსახიობმა არჩევანი მართლაც დიკონზე შეაჩერა და იმედოვნებს, რომ ის მართლაც მორიგ ჯადოსნობას შექმნის.

ბევრის აზრით, მარკლი შეცდომას უშვებს, რადგან მან თავისი სტილი უნდა იპოვოს და არ უნდა გაყვეს მიდლტონების კვალს.

შეგახსენებთ, რომ მეგანისა და პრინც ჰარის რომანის შესახებ ერთი წლის გახდა ცნობილი. ოფიციალურად მათ ნიშნობის შესახებ არ განუცხადებიათ, თუმცა არსებული ინფორმაციით ისინი მომავალ წელს იქორწინებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები