LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომის პაპმა კაცობრიობას საშობაოდ მშვიდობა უსურვა

67

რომის პაპმა ფრანცისკემ შობის წინა დღეს მრევლს ქრისტეზე ჩუმად ლოცვისკენ მოუწოდა. პაპმა წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილებს მოუწოდა განსაკუთრებულად ილოცონ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში საომარი კონფლიქტების გამო იტანჯებიან.

რომის პაპმა კაცობრიობას საშობაოდ მშვიდობა უსურვა. წმინდა პეტრეს მოედანაზე შეკრებილი მრევლისადმი მიმართვის დროს პონტიფიკოსმა მძევლად აყვანილი მღვდლების, ბერებისა და უბრალო მორწმუნეების გათავისუფლება მოითხოვა.

მან ასევე სოლიდარობა გამოუცხადა ფილიპინელებს, რომლებიც სტიქიის შედეგად დაზარალდნენ.
25 დეკემბერს რომის პაპი ფრანცისკე მსოფლიოს ტრადიციული საშობაო მილოცვით Urbi et Orbi მიმართვას.

 

ჩვენ ვლოცულობთ მშვიდობის მისანიჭებლად, განსაკუთრებით იმ მოსახლეობისთვის, რომლებიც იტანჯებიან მიმდინარე კონფლიქტების გამო. კვლავაც მოვუწოდებ, რომ შობის დღესასწაულთან დაკავშირებით გაანთავისუფლონ როგორც საერო, ასევე საეკლესიო პირები და ისინი დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებს“, – განაცხადა ვატიკანში ქადაგებისას პაპმა. 

 

25 დეკემბერს კათოლიკეები, პროტესტანტები, ასევე, მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილი, მათ შორის კონსტანტინოპოლის, ანტიოქიის, ალექსანდრიის, კვიპროსის, ბულგარეთის, რუმინეთის, ელადის ეკლესიები, გრიგორიანული კალენდრის მიხედვით, მაცხოვრის შობას დღესასწაულობენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები