LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდო გადაწყვეტილებას ცვლის: მოურინიოს თანამემამულე აღარ უნდა

93

კრიშტიანო რონალდო კვლავ ყურადღების ცენტრშია. მადრიდიდან მისი აბარგების საკითხი ბუნებრივი მარტივად ვერ ჩაივლის. ამ მხრივ როგორც მოსალოდნელი იყო სიტუაცია წარა-მარა იცვლება. ფეხბურთელი დაფიქრდა „რეალში“ დარჩენაზე კლუბის პრეზიდენტისგან მხარდაჭერის მიღების შემდეგ.
პორტუგალიელზე იმოქმედა ფლორენტინო პერესის გვერდში დგომამ და მზადაა გადაწყვეტილება შეცვალოს.

რონალდოს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება გადასახადების გადაუხდელობის გამო.
სასჯელის თავიდან აცილებისთვის პორტუგალიელმა უნდა აღიაროს დარღვევა და 14.8 მილიონი ევრო გადაიხადოს.

სუპერვარსკვლავს ბრალი სამი პუნქტით ედება. სასამართლო 31 ივლისს გაიმართება.

 

რონალდოსადმი ინტერესს რა თქმა უნდა უამრავი კლუბი გამოთქვამს. მათ შორის მისი ყოფილი „მანჩესტერ იუნაიტედი“ სახელდებოდა, მაგრამ ახლა მოულოდნელი ამბავი გავრცელდა. „წითელი ეშმაკების“ თავკაც ჟოზე მოურინიოს არ სურს თანამემამულის თავისთან ხილვა.

მიზეზი სამია: 4 წლის წინ რონალდოსთან ცუდი დაშორება, ფეხბურთელის სათამაშო ფორმაში დაეჭვება და „რეალიდან“ წასვლის გულწრფელობა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები