LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდომ იტალიაში ხელფასები ამოაყირავა: ვის რამდენს უხდიან სერიაში

42

პორტალმა „ფუტბოლ იტალიამ“ (Football Italia) გამოაქვეყნა იტალიის ჩემპიონატის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების სია. ამ რეიტინგში პირველი ადგილი უკავია „იუვენტუსის“ თავდამსხმელ კრიშტიანო რონალდოს, რომლის წლიური ხელფასი 31 მილიონ ევროს შეადგენს.

33 წლის პორტუგალიელი ამ მაჩვენებლით მნიშვნელოვნად უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ „მილანის“ ფორვარდ გონსალო იგუაინს, რომელიც წელიწადში 9.5 მილიონს იღებს – სხვაობა სამჯერ მეტია.

პირველ სამეულში იმყოფება რონალდოს პარტნიორი „იუვენტუსში“ პაულო დიბალა, რომელიც პორტუგალიელზე ხუთჯერ ნაკლებს იღებს.

სერია A-ს ხუთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელს შორის არც ერთი იტალიელი არ არის. ადგილობრივებს შორის საუკეთესოა „მილანის“ მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა, რომელიც მეექვსე ადგილზეა.

სერია A-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები:

1. კრიშტიანო რონალდო (“იუვენტუსი”) – 31 მლნ.
2. გონსალო იგუაინი (“მილანი”) – 9.5
3. პაულო დიბალა (“იუვენტუსი”) – 7
4. მირალემ პიანიჩი (“იუვენტუსი”) – 6.5
5. დუგლას კოშტა (“იუვენტუსი”) – 6
6. ჯანლუიჯი დონარუმა (“მილანი”) – 6
7. ლეონარდო ბონუჩი (“იუვენტუსი”) – 5,5
8. ემრე ჩანი (“იუვენტუსი”) – 5
9. ლორენცო ინსინიე (“ნაპოლი”) – 4.6
10. მაურო იკარდი (“ინტერი”) – 4.5

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები