LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდომ მადრიდულ პუბლიკას ოქროს ბურთი აჩვენა (ვიდეო)

235

მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ მეოთხე „ოქროს ბურთის“ პრეზენტაცია მოაწყო „გრანადასთან“ შეხვედრის დაწყებამდე.
„სანტიაგო ბერნაბეუ“ აღფრთოვანებაშია.

„რეალმა“ განახლებულ პრიმერაში „გრანადა“ მიიღო (მე-17 ტური) და უპრობლემოდ 5:0 მოუგო (კრიშტიმ ერთი შეაგდო). თამაშის დაწყებას საზეიმო ცერემონია უძღოდა წინ: რონალდომ ტრიბუნებს „ოქროს ბურთი 2016“ აჩვენა.

რონალდომ ოქროს ბურთი 12 დეკემბერს მიიღო, მაგრამ გადაცემას ვერ დაესწრო, რადგან „რეალი“ საკლუბი მსოფლიო ჩემპიონატზე იყო.
რონალდომ ეს ჯილდო მეოთხედ დაისაკუთრა, უფრო მეტჯერ ლეო მესის აქვს მოგებული (5).

დღეს საღამოს, ციურიხში ფიფას ვერსიით მსოფლიო საუკეთესო ფეხბურთელი გამოვლინდება. უდიდესი ალბათობით ამ პრიზს სწორედ რონალდო მიიღებს.

 


 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები