LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუხის ციხეში „ბარაკასა“ და „ოდოიას“ კონცერტი გაიმართა

79

არასამთავრობო ორგანიზაცია მომავლის სოფლის ორგანიზებითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, რუხის ციხემ მიშა მდინარაძის ბენდს „ბარაკა“ და ანსამბლს „ოდოია“უმასპინძლა.

ცივი ამინდის მიუხედავად, ღია ცის ქვეშ გამართულმა კონცერტმა მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა. ღონისძიებას აფხაზეთიდან ჩამოსული სტუმრებიც ესწრებოდნენ. კონცერტი „მომავლის სოფლის“ მიერ ინიცირებული პროექტის „შემოსაზღვრე საქართველო“, ფარგლებში განხორციელდა. ამავე პროექტის განმავლობაში მსგავსი არაერთი ღონისძიება გაიმართა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში (რუხი, დიცი, განმუხური და ნიქოზი). კულტურული ხიდის აღდგენა, „მომავლის სოფლის“ მთავარი ამოცანაა, რასაც სხვადასხვა დონორის მეშვეობით, ორგანიზაცია ეტაპობრივად ახორციელებს.

14697001_10209599183789513_1880778167_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები