LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსები გაამართლეს, მაგრამ ოლიმპიადაზე მაინც არ უშვებენ

124

სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS) 39 რუსი სპორტსმენის საქმის განხილვა დაასრულა, რომლებიც სამუდამოდ იყვნენ დისკვალიფიცირებულნი.

CAS-მა 28 სპორტსმენი სრულად გაამართლა. ანტისადოპინგო წესების დარღვევისთვის მათი სამუდამო დისკვლიფიკაცია გაუქმებულია.

გამართლებული სპორტსმენების სია ასეთია: დმიტრი ტრუნენკოვი, ალექსეი ნეგოდაილო, ოლგა სტულნევა, ლუდმილა უდობკინა (ყველა – ბობსლეი), ალექსანდრ ტრეტიაკოვი, სერგეი ჩუდინოვი, ელენა ნიკიტინა, ოლგა პოტილიცინა, მარიოა ორლოვა (ყველა – სკელეტონი), ალექსანდრ ლეგკოვი, ევგენი ბელოვი, მაქსიმ ვილეგჟანინი, ალექსეი პეტუხოვი, ნიკიტა კრიუკოვი, ალექსანდრ ბესმერტნიხი, ევგენია შაპოვალოვა, ნატალია მატვეევა (ყველა – თხილამურებით რბენა), ოლგა ფატკულინა, ალექსანდრ რუმიანცევი, ივან სკობრევი, არტიომ კუზნეცოვი (ყველა – ციგურებით რბენა), ტატიანა ივანოვა, ალბერტ დემჩენკო (ორივე – ციგაობა), ეკატერინა ლებედევა, ეკატერინა პაშკევიჩი, ტატიანა ბურინა, ანა შჩუკინა, ეკატერინა სმოლენცევა (ყველა – ჰოკეი).

 

გამართლებულ რუს სპორტსმენებს ოლიმპიადაზე მაინც არ დაუშვებენ. სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, განცხადებით გამოვიდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი. როგორც ირკვევა, სასამართლოს ვერდიქტი არ ნიშნავს იმას, რომ გამართლებულ სპორტსმენებს დაუშვებენ პიონჩანგის თამაშებზე.

“ერთის მხრივ, 11 სპორტსმენის მიერ ანტისადოპინგო წესების დარღვევის დადასტურება კიდევ ერთხელ მოწმობს 2014 წელს, სოჭის ოლიმპიადაზე დოპინგთან დაკავშირებით არსებულ სისტემურ მანიპულაცებზე. მეორეს მხრივ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ძალიან წუხს, რომ CAS-მა მტკიცებულებების უფრო მაღალი დონე მოითხოვა, ვიდრე ოსვალდის კომისიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები იყო. ამან, შესაძლოა, სერიოზულად იმოქმედოს მომავალში დოპინგთან ბრძოლაზე. ამიტომაც, ოლიმპიური კომიტეტი კარგად შეისწავლის CAS-ის გადაწყვეტილებას და არ გამორიცხავს, რომ შვეიცარიის ფედერალურ სასამართლოს მიმართოს.
რაც შეეხება გამართლებული რუსი სპორტსმენების მონაწილეობას 2018 წლის ოლიმპიურ თამაშებში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 2017 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება ძალაში რჩება. CAS-ის ვერდიქტი არ ნიშნავს იმას, რომ ეს 28 სპორტსმენი მიწვეული იქნება ოლიმპიადაზე – სანქციების გაუქმება არ ნიშნავს ავტომატურად პრივილეგირებულ მიწვევას. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ CAS-ის გენერალურმა მდივანმა თავის პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება არ ლაპარაკობს იმაზე, რომ ეს 28 სპორტსმენი უდანაშაულოდ გამოცხადდა”, – წერია ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში.

 

ოლიმპიური თამაშები 9-25 თებერვალს გაიმართება. რუსეთიდან პიონჩანგში 169 სპორტსმენი მიემგზავრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები