LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსებს სეტყვა დავატეხეთ: საქართველომ რუსეთი ერთხელაც დასცა

63

საქართველოს ნაკრებმა რუსეთი ისევ დაამარცხა – 29:9.

20 წელია ასე გრძელდება: ქართველ მორაგბეებს რუსებთან უკვე ორი ათეული წელია არ წაუგიათ.

აქამდე 2018 წელს ბორჯღალოსნებმა სამი თამაში მოიგეს – ბელგიასთან 47:0, გერმანიასთან 64:0 და ესპანეთთან 23:10. მიუხედავად ამისა, ჩვენების მწვრთნელი მილტონ ჰეიგი ფიქრობდა, რომ განვლილ შეხვედრებში უკეთესი თამაშის ჩვენება შეიძლებოდა.

ეს იმიტომ გავიხსენეთ, რომ კრასნოდარში იოლ თამაშს არ ველოდებით. რუსეთის წაქცევას ნაკლები შეცდომები და მეტი მონდომება უნდოდა. საბოლოოდ ასეც მოხდა. ჩვენმა ბიჭებმა მორიგი სიხარული მიანიჭეს არა მარტო ქომაგს, არამედ საერთოდ ქართველ ხალხს.

ბორჯღალოსნები რუსეთს შეცვლილი შემადგენლობით ესტუმრნენ. წელს მოედანზე პირველად ვიხილეთ გამოცდილი ფულბეკი მერაბ კვირიკაშვილს, რომლისთვისაც ეს 109-ე სანაკრებო თამაში იყო. სხვათა შორის, სწორედ მას ყავს რუსეთის ნაკრები ყველაემეტჯერ დამარცხებული.

ძირითად შემადგენლობაში იყო ანტონ ფეიქრიშვილი, ხოლო სოსო მათიაშვილი კი, რომელმაც ესპანეთთან შეხვედრაში ფულბეკად ირჯებოდა, ფრთაზე სანდრო თოდუას ნაცვლად დადგა.

გიორგი ნემსაძე, რომელიც ბორჯღალოსნების კაპიტანია, მე-80 სანაკრებო კეპი მოიხვეჭა.

საინტერესოა, რომ მსაჯთა ბრიგადაში ცვლილებები მოხდა და ერთ-ერთი არბიტრი რუსი იყო. ინგლისელი რეფერი კრეიგ მაქსველ-ქისი შეუძლოდ გახდა და კრასნოდარში ვერ ჩავიდა. ამიტომ მატჩის მთავარი მსაჯი ინგლისელი ენტონი ვუდსორპი გახდა, რომელსაც წესით ლაინსმენად უნდა ემუშავა, ერთ-ერთ გვერდით არბიტრად კი რუსმა ალეკსეი ბრიზგალინმა იმუშავა. მასპინძლებს ამანაც ვერ უშველა.

ჩვენების მეორე ტაიმი გამოდგა, თორემ პირველი ნახევარი საერთო წავაგეთ – 7:9. ტაიმის სულ ბოლოს ახლო მანძილიდან ჯარიმა მივიღეთ და მასპინძლებს დაწინაურების შანსი მივეცით.

აი მეორეში კი აშკარად გამოვასწორეთ თამაში, შეცდომები თითქმის მინიმუმამდე დავიდა, როცა საჭირო გახდა. ქართულ სტილში მივაწექით და ჩვენებური ლელოებიც დავდეთ. მოკლედ, მეორე ტაიმი პირწმინდად მოვიგეთ, რუსებს ქულაც არ აუღიათ. ჩვენ კი მოკლე მონაკვეთში სამი ლელო დავდეთ და კრასნოდარის წვიმიან-სეტყვიან ამინდში რუსებს ნამდვილი სეტყვა დავატეხეთ თავს.

ანგარიშიდან გამომდინარე ჩვენებმა ბონუს ქულაც მიითვალეს.

რაღა დარჩა: წინ სპორტული თვალსაზრისით მთავარი მეტოქეა – 18 მარტს, 16:00 საათზე, თბილისში, დინამო არენაზე, რუმინეთს ვერკინებით.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები