LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოკერია: კალაძისგან ვითხოვთ განმარტებას, რა სტანდარტს არღვევს პარტია და ყველა ის მოქალაქე, რომელიც რაგბის მატჩზე საქართველოსა და უკრაინის დროშების გამოფენას აპირებს, თუ შარზე არ არიან?

135
1

“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე გიგა ბოკერია, თბილისის მერის იმ განცხადებას ეხმიანება, რომელიც კახა კალაძემ “ევროპული საქართველოს” ინიციატივის საპასუხოდ გააკეთა.

სპორტი პოლიტიკასთან არანაირ კავშირში არ არის და გამიჯნული უნდა იყოს: კალაძე

ბოკერიას თქმით, ისინი კალაძისგან ითხოვენ განმარტებას და დაზუსტებას, თუ რა სტანდარტს არღვევს “ევროპული საქართველო” და ის ყველა მოქალაქე, რომელიც აპირებს, საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩზე საქართველოს და უკრაინის ეროვნული დროშები გამოფინოს:

“გუშინ, “ევროპულმა საქართველომ” ინიციატივა გამოვთქვით, რომ საქართველო-რუსეთის რაგბის თამაშზე საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც სურვილი აქვს, გამოეფინათ საქართველოსა და უკრაინის ეროვნული დროშები, უკრაინის მიმართ სოლიდარობის ნიშნად. ჩვენ ასევე, ვაპირებთ, რომ მოქალაქეებს დავურიგოთ და შევთავაზოთ დროშები მატჩის დაწყებამდე. ჩემი აზრით, ეს არის საკუთარი პოზიციის დაფიქსირების ადეკვატური შესაძლებლობა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. დღეს ჩვენ მოვისმინეთ “ქართული ოცნების” ერთ-ერთი მთავარი ლიდერის, დედაქალაქის მერის კახი კალაძის სრულიად აბსურდული განცხადება. მან მოგვიწოდა “ევროპულ საქართველოს”, სპორტს და პოლიტიკას ერთმანეთში ნუ აურევთო.

პოლიტიკა არ ვიცი, რამდენად სწორი ტერმინია ამ კონტექსტში, როცა საუბარია ასეთ აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ და იმ აგრესიაზე, რომელიც პუტინმა დააანონსა საქართველოს წინააღმდეგ, როდესაც თქვა, რომ ის არ ცნობს სუვერენიტეტს არც ერთი იმ ქვეყნის, რომელიც მეზობელია აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში რუსეთისა.

მინდა ჰკითხოთ კალაძეს, ან თბილისის მერიას, რომელ საერთაშორისო სტანდარტს ვარღვევთ “ევროპული საქართველო” ამ მოწოდებით, რომ ეროვნული დროშები იყოს გამოფენილი სტადიონზე. ეს სწორედ ის ფორმაა საზოგადოების პოზიციის გამოხატვის, რომელიც ცივილიზებულ ფარგლებში ჯდება, არანაირი პოლიტიკური აგრესიული გზავნილი არ არის, რომ ეს საბაბი იყოს, თუ არ ეძებენ საბაბს და თუ ისინი საბაბს ეძებენ, რომ პუტინს ასიამოვნონ და ამ პროპაგანდაში კიდევ ერთხელ დააფიქსირონ როგორ “უფრთხილდებიან” ამ ყველაფერს, მაშინ პირდაპირ თქვან და უტიფარი სლოგანებით ნუ გამოდიან.

ქალაქის მერისგან, “ქართული ოცნების” ლიდერისგან და ივანიშვილის გარემოცვის ერთ-ერთი გამორჩეული წევრისგან კახი კალაძისგან ვითხოვთ, განმარტებას და დაზუსტებას რა სტანდარტს არღვევს “ევროპული საქართველო” და ყველა ის მოქალაქე, რომელიც აპირებს საქართველოს და უკრაინის ეროვნული დროშები გამოფინონ საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩზე – რომელ სტანდარტს არღვევს, თუ შარზე არ არიან?”, – აცხადებს ბოკერია.

შეგახსენებთ, “ევროპული საქართველო” ინიციატივით გამოვიდა – “27 თებერვალს, რუსეთ-საქართველოს რაგბის მატჩის დროს რუსეთის სახელმწიფო ჰიმნს უკრაინისა და საქართველოს დროშებით ვუპასუხებთ”.

როგორც პარტიაში განაცხადეს, დროშებს “ევროპული საქართველო” ყველა მსურველს სტადიონის შესასვლელში დაურიგებს.

საქართველოსა და რუსეთის რაგბის ნაკრებებს შორის მატჩი 27 თებერვალს გაიმართება.

ყაველაშვილი: გუნდი, რომელიც ჩამოდის, პირველ რიგში, სტუმარია და აქ მოვიშველიებ ვაჟა-ფშაველას

საქართველოს რაგბის კავშირს უკრაინის მხარდამჭერი ანონსი ევროპის რაგბის კავშირმა წააშლევინა: რუსული მედია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები