LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთ–საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობა კარასინი–აბაშიძის შეხვედრაზე განიხილეს

92

7 თებერვალს, პრაღაში, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, რუსეთის  ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის, მორიგი შეხვედრა გაიმართა.

საუბარი პრაღის ფორმატის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე შედგა- მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით  2016 წლის შედეგები და 2017 წლის პერსპექტივები განიხილეს.

 

რუსეთ–საქართველოს სავაჭო ურთიერთობები

აღინიშნა, რომ 2013 წლიდან, ქართულ-რუსული დიალოგის ამოქმედების შემდეგ, საქართველოდან რუსეთის ბაზარზე 850 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა.

ზურაბ აბაშიძემ დაადასტურა, რომ ჯერ კიდევ გასულ წელს, ქართულმა მხარემ დაასრულა მუშაობა  „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ” 2011 წლის შეთანხმებით გათვალისწინებულ დოკუმენტებზე და ამჟამად ქართული მხარე ელოდება რუსეთის მზაობას, შეთანხმების იმპლემენტაციის ეტაპზე გადასასვლელად.

რუსეთ-საქართველოს შორის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე მონიტორინგის საკითხს. ქართული მხარე იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში შვეიცარულ კომპანიასთან კონტრაქტი გაფორმდება და საზღვრებზე მონიტორინგს შვეიცარიელები განახორციელებენ.

გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთის მხარე, შვეიცარელ კოლეგებთან ერთად, შეეცდება დააჩქაროს ამ შეთანხმებასთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე მუშაობა.

ტურისტები და მძევლები

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პროგრესია საავიაციო და სახმელეთო სატრანსპორტო გადაზიდვების კუთხით.

რუსული მხარის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემდგომი გამარტივების მიზნით.

„მნიშვნელოვნად იმატა საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობამ. გათავისუფლდა საქართველოს 7 მოქალაქე, რომლებიც რუსეთში, ჯაშუშობის ბრალდებით, მრავალწლიან სასჯელს იხდიდნენ“, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

შეხვედრის დასაწყისში, ზურაბ აბაშიძემ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა რამდენიმე დღის წინ, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ, გიორგი გიუნაშვილისთვის თავისუფლების აღკვეთის უკანონო გადაწყვეტილებაზე, რამაც საქართველოში, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოებაში, მკვეთრი რეაქცია გამოიწვია.

ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობას, როგორც საქართველოსა და რუსეთს შორის უსაფრთხოების, ასევე აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს.

პრაღაში მორიგი შეხვედრის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.

პოპულალურები