LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის მუნდიალზე შეიძლება თამაშები არც დაამთავრონ: ფიფა რასიზმს ახლებურად ებრძვის

57

რუსეთის დამდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე რასიზმი მკაცრად დაისჯება. მსაჯებს თამაშის გადადების უფლებაც ექნებათ. არადა, რუსეთი ერთ-ერთი მოწინავეა ქსენოფობიური და რასისტული გამოხტომებით და ფიფას ნამდვილად აქვს ამ მხრივ სამუშაო.

მსოფლიო ფეხბურთის ფედერაცია მსაჯებს სპეციალურად მოამზადებს თუ როგორ აღმოაჩინონ რასიზმი. თანაც არბიტრებს დიდ უფლებებს მიანიჭებენ და მათ შეეძლებათ მატჩი გადადონ ან სულაც შეწყვიტონ.

მარტო რომ არ იყვნენ და თამაშსაც არ მოწყდნენ, მსაჯებს სპეციალური დამკვირვებლები მიეხმარებიან. ანტირასისტული მუშაობა ბუნებრივია მსოფლიო ჩემპიონატის პირველივე დღიდან დაიწყება, როდესაც 14 ივნისს გახსნის შეხვედრაში მასპინძელი რუსეთი საუდის არაბეთს ეთამაშება.

ცალკე რუსი ფანების აგრესიის მოლოდინია, ცალკე პოლიტიკურ-დიპლომატური ბოიკოტი, ვინ უწყის მოესწრება თუ არა ინფრასტრუქტურის ბოლომდე მოწყობა და მოკლედ, ეს რუსეთი მთელი მსოფლიოსთვის ერთი დიდი თავის ტკივილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები