LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის პარლამენტმა სანქციების შესახებ კანონპროექტი მიიღო

49

რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მესამე მოსმენით საბოლოოდ მიიღო სანქციების შესახებ კანონპროექტი, რომელიც აშშ-ისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგაა მიმართული. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის საბოლოო რედაქციაში არ არის გაწერილი კონკრეტული სფეროები, რომელსაც შეეხება სანქციები.

კონტრსანქციების პარალელურად, პარლამენტში აპირებენ სისხლის სამართლის კოდექსში მუხლის შესწორების მიღებას, რომლის მიხედვითაც რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული სანქციების აღსრულება დაისჯება კანონით.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრები იარაღის მწარმოებელი რუსული კომპანიების პარტნიორი ქვეყნების მთავრობის წევრებისა და ინდივიდუალური პირების დასჯას ითხოვენ. შესწორება აშშ-ის 2019 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტში შევიდა.

6 აპრილს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუს ოლიგარქებს სანქციები დაუწესა. მათ შორის ლაპარაკია, ოლეგ დერიპასკაზე, იგორ როტენბერგსა და კირილ შამალოვზე.

ეს სია ვაშინგტონის საპასუხო რეაქციაა, 2016 წლის ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთში შესაძლო ჩარევის გამო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები