LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება საქართველომ აშშ-ის და ბრიტანეთის ზეწოლის შედეგად მიიღო – კარასინი

83

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის, თქმით,  საქართველოდან რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ დასავლეთის ქვეყნების, პირველ რიგში, კი შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის ზეწოლის შედეგად მიიღო. ინფორმაციას “რია ნოვოსტი” ავრცელებს.

კარასინის შეფასებით, საქართველოს ამ გადაწყვეტილებამ რუსეთში განცვიფრება გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვეიცარიის საელჩოში არსებული რუსეთის ინტერესების განყოფილების თანამშრომლისგან შვიდი დღის განმავლობაში ქვეყნის დატოვება მოითხოვა. გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის მიმართ სოლიდარობის ნიშნად მიიღეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები