LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსი ჰაკერები გერმანულ მედიას თავს დაესხნენ

445

რუსი ჰაკერები გერმანულ მედიას თავს დაესხნენ, ამის შესახებ Der Spiegel-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ივნისის დასაწყისში რუსმა ჰაკერებმა გერმანულ ტელევიზია ZDF-ს და რადიოკომპანია WDR-ს შეუტიეს.

ტელეკომპანიაზე განხორციელებული კიბერშეტევა ZDF-მა დაადასტურა. მათი ინფორმაციით ჰაკერების მსხვერპლი 10-მდე კომპიუტერი გახდა. ფაქტთან დაკავშირებით WDR-ში კომენტარს არ აკეთებენ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ამერიკელმა სენატორმა კლერ მაკასკილმა რუსი ჰაკერები მის კომპიუტერზე თავდასხმის მცდელობაში დაადანაშაულა.

2017 წელს კიბერთავდასხმებმა მსოფლიო 600 მილიარდი დოლარით აზარალა, რაც გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის 0.8%-ს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები