LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსი სპორტსმენები ასე, ყოველგვარი სიმბოლიკის გარეშე გაამგზავრეს ოლიმპიადაზე…“

61

სოციალურ ქსელში მაიკო ჯავახიშვილი აქვეყნებს ფოტოს, სადაც რუსი სპორტსმენია ასახული და აღნიშნავს, რომ სამხრეთ კორეაში რუსეთის სახელით სპორტსმენები არ დაიშვებიან, მხოლოდ რამდენიმე მათგანს მიეცა მონაწილეობის უფლება, ისიც არა საკუთარი ქვეყნის სახელით… 5 თებერვალს კი საქართველოდან ოთხი სპორტსმენი მიემგზავრება ოლიმპიადაზე და ნებისმიერ სპორტულ ინვენტარზე ექნებათ დატანილი ქვეყნის სიმბოლიკა. მაიკო ჯავახიშვილი აღნიშნავს, რომ დრო და ისტორია სწორედ ასე დაალაგებს ყველაფერს კანონზომიერად. გთავაზობთ მის პოსტს.

„რუსეთიდან სამხრეთ კორეაში ოლიმპიადაზე რუსი სპორტსმენები (ცხადია, მხოლოდ ისინი, ვინც დაუშვეს მონაწილეობის მისაღებად), აი ასე, ყოველგვარი ამომცნობი ნიშნის და სიმბოლიკის გარეშე გაამგზავრეს.

ერთადერთი, რისი საშუალებითაც შეიძლება რუსი სპორტსმენების ამოცნობა – ვინ არიან საერთოდ და საიდან არიან, არის მათ ბარგზე ხელოვნურად და საკმაოდ უგერგილოდ მიკრული წებოვანი წარწერები – „რუსეთი”.

✔️შეგახსენებთ, რომ ცნობილი დოპინგ-სკანდალის შემდეგ, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთის ნაკრებს აუკრძალა სამხრეთ კორეაში გასამართ „ზამთრის ოლიმპიადა 2018″-ში მონაწილეობის მიღება. თუმცა, გარკვეული ჰუმანურობა მაინც გამოიჩინა და რამდენიმე რუსი სპორტსმენი, რომლებიც არ იყვნენ შემჩნეულნი დოპინგის მიღებაში, დაუშვა ოლიმპიადის შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად, ოღონდ ოლიმპიური დროშის ეგიდით. მათ ასევე აეკრძალათ ოლიმპიური ფორმის ტარება რუსეთის სიმბოლიკით.

ამ სპორტსმენების გამარჯვების შემთხვევაში, ოლიმპიადაზე გაიჟღერებს არა რუსეთის, არამედ ოლიმპიური ჰიმნი.

…………

P.S. 5 თებერვალს საქართველოდან 4 სპორტსმენი გაემგზავრება სამხრეთ კორეის ზამთრის ოლიმპიადაზე.

ცხადია – საქართველოს დროშებით ამოქარგული ოლიმპიური ფორმებითა და ნებისმიერ სპორტულ ინვენტარზე დატანილი ქართული დროშის სიმბოლიკით.

რომელიმე მათგანის გამარჯვების შემთხვევაშიც (რასაც ვისურვებდი!) ქართული სახელმწიფოს ჰიმნი აგუგუნდება შორეულ სამხრეთ კორეაში.

ჰოდა ასეა, მეგობრებო!..

დრო და ისტორია ზუსტად ასევე დაალაგებს ყველა ბუნებრივ კანონზომიერებას თავის ადგილზე!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები