LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს

43

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, რუსთავში წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი დამნაშავე რუსთავში, ერთ-ერთ სადღეღამისო მაღაზიაში, დანით შეიარაღებული შეიჭრა და გამყიდველს ფულს სძალავდა. სამართალდამცველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, თავდამსხმელმა განზრახვა ვერ განახორციელა. პოლიციამ ის შემთხვევის ადგილიდან მიმალვის მცდელობისას დააკავა, დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა კი ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, “– ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები