LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი შეწყდა

46

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისთვის გახსნილ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი შეწყდა.

თვითმმართველ ქალაქ ქუთაისსა და 5 თვითმმართველ თემში – მარტვილში, ბორჯომში, ოზურგეთში, ხაშურსა და ყაზბეგში შექმნილ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი 08:00 საათზე დაიწყო.

ბორჯომის მერობისთვის „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლევან ლიპარტია და „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი ზაზა ჩაჩანიძემ იბრძვიან.

ოზურგეთში მეორე ტური „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს ბეგლარ სიორიძესა და დამოუკიდებელ კანდიდატს კონსტანტინე შარაშენიძეს შორის იმართება.

ხაშურში მეორე ტურში მონაწილეობენ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გიორგი გურასპაშვილი და დამოუკიდებელი კანდიდატი რამაზ ნოზაძე.

ყაზბეგის მერობისთვის კი „ქართული ოცნების“ კანდიდატი ალექსანდრე ზაგაშვილი და „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა – დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატი სანდრო ყამარაული იბრძვიან.

მარტვილში – მეორე ტურში მონაწილეობენ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ალექსანდრე გრიგალავა და „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი მამუკა დანელია.

ქუთაისის მერობის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი ჭიღვარია და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მონაწილეობენ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს ჩატარდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები