LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საავტომობილო გაზი გაძვირდა – მოსალოდნელია ბენზინის ფასის ზრდაც

114

ზოგიერთ ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურზე, საავტომობილო გაზის ფასი 10 თეთრით გაიზარდა.

1.45 ლარის ნაცვლად, Wissol-ის სადგურზე ერთი კუბი გაზის ფასი 1.55 ლარი გახდა.

სავარაუდოდ, გაძვირდება ბენზინიც, რადგან ფასების ცვლილების მიზეზად ლარის კურსი სახელდება. ეროვნული ვალუტა კი უკვე დიდი ხანია, პერმანენტულად უფასურდება.

ნოემბერში ბენზინის იმპორტირება 2.50 კურსით განხორციელდა. დღეს კი ნიშნული 2.73-ია, ანუ მხოლოდ კურსის გამო, 1 ლიტრი საწვავი, დაახლოებით, 10 თეთრით უნდა გაძვირდეს

რატომ უფასურდება ლარი და როდემდე გაგრძელდება ეს პროცესი – მომდევნო კვირაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე წარსდგება და სავარაუდოდ სწორედ ამ კითხვებს უპასუხებს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები