LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა

99

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი სეთურიის, განცხადებით, თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.

„ახალი მინისტრის და ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ, ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება, რადგან ახალ გუნდს საშუალება მისცემოდა, თავისი ხედვები უფრო თავისუფლად გაეტარებინა. შეთანხმება დღეს მოხდა. მე ამ თანამდებობას ვტოვებ, – განაცხადა სეთურიძემ.

რაც შეეხება იმას, ხომ არ უკავშირდება სეთურიძის წასვლა თანამდებობიდან მისი მისამართით ბოლო პერიოდში გამოთქმულ ბრალდებებს, სეთურიძემ განაცხადა, რომ ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს. მისი თქმით, აღნიშნულს „კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფი აგორებდა და მათ კონკრეტული მიზნები ჰქონდათ“. აღნიშნულს გიორგი სეთურიძემ აბსურდული განცხადება უწოდა.

გიორგი სეთურიძეს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი ქარსელაძე შეცვლის. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად კი, გასული კვირის ბოლოს მაია ცქიტიშვილი დაინიშნა. აღნიშნული უწყების ყოფილი მინისტრი, ზურაბ ალავიძე, კერძო სექტორში ბრუნდება.

პოპულალურები