LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბურთალოს ხაზზე მატარებლები უფრო მეტი სიხშირით იმოძრავებენ

145

პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის გამო, თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მგზავრთა ნაკადი გაიზარდა. ამის გამო, ხაზს მეშვიდე სამვაგონიანი შემადგენლობა დაემატა.

სატრანსპორტო სამსახურის ცნობით, საჭიროების შემთხვევაში, საბურთალოს ხაზს კიდევ ერთი მატარებელი დაემატება. ეს კი მატარებლების მოძრაობას შორის ინტერვალებს შეამცირებს.

“სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურები დღის განმავლობაში დააკვირდებიან მგზავრთა ნაკადებს და საჭიროების შემთხვევაში, საბურთალოს ხაზს კიდევ ერთი სამვაგონიანი მოძრავი შემადგენლობა დაემატება.

თუ ახლა მატარებლების მოძრაობას შორის ინტერვალი 4,5 -5 წუთია, ახალი შემადგენლობის დამატება გამოიწვევს მოძრაობის ინტერვალის 25 წამით შემცირებას”, – აცხადებენ სატრანსპორტო სამსახურში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები