LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად არიან თბილისის ყოფილი მერები ახლა?

თბილისს უძველესი დროიდან ჰყავდა მმართველები. თავიდან მათ ტფილისის ამირები ერქვათ, შემდეგ ბერები, რევოლუციური კომიტეტისა და საქალაქო საბჭოს აღმასკომის ხელმძღვანელები, 1991 წლიდან კი ამ თანამდებობას მერი ეწოდება.

თავდაპირველად მერს საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავდა. 2006 წელს იგი დედაქალაქის საკრებულომ აირჩია, 2010 წლიდან კი თბილისის მერის არჩევა პირდაპირი წესით ხდება.

„ფორტუნა“ სწორედ ამ პერიოდიდან გთავაზობთ თბილისის მერების ისტორიას. ვინ იყო პირველი მერი და სად არიან ქალაქის ყოფილი მმართველები ახლა.

 

  1. თამაზ ვაშაძე (1991 წლის, 2 ოქტომბრიდან –  1992 წლის, 6 იანვრამდე)

ის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მთავრობიდან გახლდათ. მასზე ინფორმაცია თითქმის არ იძებნება.

 

 

  1. ოთარ ლითანიშვილი (1992 წლის 6 იანვრიდან – 1993 წლის 21 იანვრამდე)

ზოგიერთ წყაროში, ის თბილისის პირველ მერადაც მოიხსენიება. პროფესიით არქიტექტორი, და მერობამდე თბილისის მთავარი მხატვარი იყო.

ის 2003 წლის 26 სექტემბერს, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

  1. კოტე გაბაშვილი (1993 წლის 21 იანვრიდან – 1993 წლის 16 ოქტომბრამდე)

2008 წლამდე პარლამენტის წევრი იყო, მანამდეც აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდა. იყო განათლების მინისტრი, ელჩი გერმანიაში, იტალიაში და ა.შ.

კოტე გაბაშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე აღარ ჩანს, თუმცა მის გზას მისი შვილი, გოკა გაბაშვილი აგრძელებს, “ევროპული საქართველოს” რიგებში.

 

  1. ნიკოლოზ ლეკიშვილი (1993 წლის 16 ოქტომბრიდან – 1995 წლის 8 დეკემბრამდე)

1993 წელ­ს­ თბი­ლი­სის მე­რად ნი­კო ლე­კიშ­ვი­ლი და­ნიშ­ნეს. ამ დროისთვის აფხაზეთის ომი დამთავრებული იყო, თუმცა ქალაქი სავსე იყო უამრავი პრობლემით.

მი­სი მე­რო­ბი­სას თბი­ლის­ში მე­ტად პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო ანეკ­დო­ტი, უფ­რო სწო­რად, ანეკ­დო­ტად ქცე­უ­ლი ნამ­დ­ვი­ლი ამ­ბა­ვი: თბი­ლი­სის მერ­მა ნი­კო ლე­კიშ­ვილ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბა­ში ერთ-ერთ მა­ღალ­ჩი­ნო­სანს და­უ­რე­კა – მე­რი ვარ, მე­რი – ლე­კიშ­ვი­ლიო! ამ უკა­ნას­კ­ნელ­მა კი თა­ნა­შემ­წეს გან­ც­ვიფ­რე­ბით ჰკითხა, “კა­ცო, ლე­კიშ­ვილს მე­რი ჰქვიაო?”

მერობის შემდეგ, 1995 – 1998 წლებში, ის საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრი იყო. ამ თანამდებობის დატოვების შემდეგ, ის საპარლამენტო საქმიანობას შეუდგა. იყო საქართველოს მოქალაქეთა კავშირის ერთ-ერთი ლიდერი.

  1. ბადრი შოშიტაიშვილი (1995 წლის 8 დეკემბრიდან – 1998 წლის 8 აგვისტომდე)

მეტროპოლიტენის მშენებლობიდან მან დიდი გზა გაიარა მერობამდე. ის არ იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული ფიგურა და მერობის შემდეგ საზოგადოებრივ ცხოვრებას მოწყდა.
გარდაიცვალა 2004 წლის ნოემბერში. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.

 

  1. ივანე ზოდელავა (1998 წლის 10 აგვისტოდან   – 2004 წლის 19 აპრილამდე)

ის შევარდნაძის მიერ დანიშნული მერი იყო. საკრებულოში „ლეიბორისტებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ შესვლის შემდეგ, საკრებულომ ზოდელავას უნდობლობა გამოუცხადა, თუმცა შევარდნაძემ ის თანამდებობიდან არ გადააყენა. რევოლუციის შემდეგ, სააკაშვილმა მერად ჭიაბერაშვილი დანიშნა. ზოდელავა კი საზღვარგარეთ გაემგზავრა, თუმცა შემდეგ კვლავ დაბრუნდა.

უკვე სამი თვეა ყოფილი მერი უგონო მდგომარეობაში იმყოფება. 2017 წლის ზაფხულში ის ავარიაში მოყვა. ექიმები ამ დრომდე, დაზუსტებით ვერაფერს ამბობენ.

 

  1. ზურაბ ჭიაბერაშვილი (2004 წლის 19 აპრილიდან – 2005 წლის 12 ივლისამდე)

ზურაბ ჭიაბერაშვილი აღმოჩნდა “ნაციონალური მთავრობიდან” პირველი, ვინც ქალაქის მერი გახდა.

მერობის შემდეგ ის დიპლომატიურ სამსახურში გაამწესეს. იყო საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში, 2011-2012წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინში; 2012 წელს კი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

2013 წლის 21 მაისს პროკურატურამ ზურაბ ჭიაბერაშვილი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით, საქართველოს ექს-პრემიერ ვანო მერაბიშვილთან ერთად დააკავა. 2014 წლის 17 თებერვალს სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო და 50 ათასი ლარი ჯარიმა მიუსაჯა.

ახლა ის საქართველოს პარლამენტის წევრია „ევროპულ საქართველოში“.

 

  1. გიგი უგულავა ( 2005 წლის 12 ივლისიდან – 2013 წლის 22 დეკემბრამდე)

გიგი უგულავას მერობა ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა, ის რამდენჯერმე აირჩიეს ამ თანამდებობაზე.

2014 წელს უფლებამოსილება შეჩერებული უგულავა აეროპორტში დააკავეს. მას უკანონო თანხების ლეგალიზება ედებოდა ბრალად.

2017 წლის 6 იანვარს იგი გაათავისუფლეს. საპატიმროდან გამოსვლისთანავე, მან აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა განაგრძო.

თუმცა, არა „ნაციონალურ მოძრაობაში, არამედ მისგან განდგომილ ფრთაში. ამ დროისთვის უგულავა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერია. ამ პარტიიდან მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარიაა.

 

  1. სევდია უგრეხელიძე (მოვალეობის შემსრულებელი 2013 წლის 22 დეკემბრიდან, 2014 2 აგვისტომდე)

თბილისის მერის მოადგილის პოსტიდან, გიგი უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ, ის თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

2016 წლამდე ის ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარე იყო. 2016 წლის იანვრიდან კი, დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით განაგრძო მოღვაწეობა.

  1. დავით ნარმანია ( 2014 წლის 2 აგვისტოდან)

ნარმანია ჯერ კიდევ იკავებს თბილისის მერის თანამდებობას. როგორც თავად ამბობს, მომავალ გეგმებზე თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ისაუბრებს. ვრცელდება ჭორები იმასთან დაკავშირებით, რომ ნარმანია მოღვაწეობას ელჩის თანამდებობაზე განაგრძობს.

magti 5g