LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სად არის მელია კუდაგრძელია?” – კამათი საკრებულოს სხდომაზე

167

“ეს არის ყველაზე ოპტიმალური მოდელი “- ასე აფასებს საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე  ირაკლი ზარქუა მიწისქვეშა პარკინგების მოსაწყობად ტერიტორიის ინვესტორისთვის გადაცემის იდეას. მისივე თქმით, შეთავაზებული პროექტი არის ყველაზე ოპტიმალური მოდელი, თუ როგორ შეიძლება კერძო და საჯარო სექტორი შეჯერდნენ და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროდუქტი დადონ.

„აქვე მინდა კითხვა დავსვა, სად არიან „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტი ორგანიზაციების წარმომადგენლები, თავის დროზე პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიის ინვესტორისთვის სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაცემაზე რომ გაჰკიოდნენ. და ეს მაშინ, როდესაც ინვესტორს ვალდებულება ქონდა, რომ ამ ფართში მილიონი ლარის ინვესტირება უნდა მოეხდინა. სად არის მელია კუდაგრძელია? რატომ არ ამტვრევს საკრებულოს კარს? როგორც ჩანს, ახლა ბელადს არ აქვს დავალება მიცემული, რომ ამ თემაზე ხმაური უნდა ატეხონ, რადგან ეს მათ ინტერესში არ შედის,“ – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მისი თქმით, ოპოზიცია მხოლოდ მაშინ აპროტესტებს საკითხს, როდესაც ის ბიძინა ივანიშვილის ან “თანაინვესტირების ფონდის” სახელთან არის დაკავშირებული და მათთვის სულ არ აქვს მნიშვნელობა, კონკრეტული გადაწყვეტილება დედაქალაქისთვის სასიკეთოა თუ არა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები