LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად მივირთვათ ყველაზე გემრიელი შოკოლადი – რჩევები მოგზაურებს

1446

შოკოლადი – ყველაზე პოპულარული ტკბილეულია, რომელიც არა მხოლოდ გემრიელი, არამედ ჯანმრთელობისთვის სასარგებლოცაა, რადგან სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და გულის, გონების გამართულად მუშაობას უწყობს ხელს, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ევროპელებმა სპეციალური მუზეუმები მიუძღვნეს საყვარელ ნუგბარს.

Chocolate Museum (ბარსელონა, ესპანეთი) – ოდესღაც სწორედ ბარსელონას პორტს მიადგა კაკაოს უძვირფასესი მარცვლით დატვირთული გემები, საუკუნეების შემდეგ კი, ცნობილი კონდიტერების თხოვნით ადგილობრივმა მთავრობამ შოკოლადის მუზეუმი გახსნა, სადაც მართლაც საოცარი ექსკურსიები ეწყობა, რადგან შესასვლელი ბილეთით დაწყებული, სკულპტურებით და ნახატებით დასრულებული – ყველაფერი შოკოლადისაა, რომლთა  დაგემოვნება ყოველთვის თავისუფლად შეიძლება.

Angelina (პარიზი, საფრანგეთი) – პრესტიჟული კაფე დიდი ხანია იქცა ფრანგული არისტოკრატიის თავშეყრის ადგილად, რადგან სწორედ აქ შეიძლება საუკეთესო აფრიკული ცხელი შოკოლადის მირთმევა, რომლის მკაცრად გასაიდუმლოებული რეცეპტი სწორედ კაფესთვის შეიქმნა. სხვათაშორის, Angelina-ს ხშირად სტუმრობდნენ კოკო შანელი და მარსელ პრუსტი.

Chocolate Train (მონტრე, შვეიცარია) – შოკოლადის გიგანტმა მწარმოებელმა Cailler-Nestlé საინტერესო ტური მოაწყო და ტკბილეულის მოყვარულებს ჯერ მატარებლით მოგზაურობა, მერე  ექსკურსია შესთავაზა Cailler-ის ფაბრიკაში, სადაც ყველას უგემრიელესი შოკოლადით უმასპინძლდება.

Landeau Chocolate (ლისაბონი, პორტუგალია) – კაფემ თავისი უგემრიელესი ტკბილეულით გაითქვა სახელი, საიდუმლო რეცეპტით შექმნილი შოკოლადის ტორტი კი, მართლაც საოცრებაა, რომლის დასაგემოვნებლად ნამდვილად ღირს ლისაბონში მოგზაურობა და მყუდრო კაფეს სტუმრობა.

Mary Chocolatier (ბრიუსელი, ბელგია) – ბელგია ნამდვილი სამოთხეა ტკბილის მოყვარულებისთვის, 1919 წელს გახსნილი შოკოლადის მაღაზია კი, რომელიც საუკეთესოდ ითვლება ბრიუსელში, 1942 წლიდან ანებივრებს მის უდიდებულესობას, ბელგიის მონარქს საკუთარი ნუგბარით.

Chocolate Boutique Hotel (ბორნმუტი, ბრიტანეთი) – სასტუმროში, რომელიც შოკოლადს მიეძღვნა, ყველა სტუმრებს სხვადასხვა სახეობის შოკოლადის კამფეტით სავსე კალათა ხვდება ნომერში, განსაკუთრებით ცნობისმოყვარეები კი, უგემრიელესი ნუგბარის წარმოების სპეციალურ მასტერ-კლასებსაც სტუმრობენ.

Eurochocolate festival (პერუჯა, იტალია) – შოკოლადის უმსხვილესმა მწარმოებლმა Perugina, 1993 წელს მშობლიურ პერუჯაში შოკოლადის ფესტივალი დააარსა, რომელიც ყოველ წელს ოქტომბრის თვეში იამრთება და უამრავ შოკოლადის მოყვარულსა და მწარმოებელს მასპინძლობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები