LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად მოიყარეს თავი ერთად ალა პუგაჩოვამ, ნანი ბრეგვაძემ და ბუბა კიკაბიძემ (ფოტოგალერეა)

395

მეორე წელია, ლატვიაში, ქალაქ იურმალაში აღარ იმართება ცნობილი მუსიკალური კონკურსი „ახალი ტალღა“, მან სოჭში გადაინაცვლა, ხოლო იურმალაში, ძინტარის საკონცერტო დარბაზში ახალი მუსიკალური ფესტივალის მოწყობა საკუთარ თავზე ცნობილმა შემსრულებელმა, ლაიმა ვაიკულემ აიღო.

უკვე მეორედ ძინტარის საკონცერტო დარბაზში „რანდე ვუ ლაიმა ვაიკულესთან“ იმართება, სცენაზე ბევრი ცნობილი შემსრულებელი გამოდის.

წელს განსაკუთრებით ბევრი ქართველია იურმალაში, ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, ბუბა კიკაბიძე, ქეთა თოფურია „ა სტუდიოსთან“ ერთად კონცერტში მონაწილეობენ. მაყურებლის წინაშე წარდგა ქართული აკაპელა ჯგუფი „The Quintessence“, რომელსაც ბუკა კარტოზია ხელმძღვანელობს. იურმალაში იმყოფება პროდიუსერი ნატო დუმბაძე, რომელმაც საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე ბევრი საინტერესო ფოტო გააზიარა.

ლაიმა ვაიკულეს ფესტივალს ასევე ესწრება რუსული ესტრადის პრიმადონა, ალა პუგაჩოვა მეუღლესთან ერთად. ალა და ნანი ბრეგვაძე ერთმანეთს შეხვდნენ და სამახსოვრო ფტოოც გადაიღეს, რომელსაც, სხვა ფოტოებთან ერთად, ასევე გთავაზობთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები