LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად რა ფასად დაისვენებთ – სასტუმროების საშუალო ფასები საქართველოში

112

რა ღირს საქართველოში, სასტუმროში ერთი ღამის გატარება? – Policy and Management Consulting Group – PMCG კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

კვლევის მიხედვით, 2018 წლის აპრილში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 136 ლარი შეადგინა. სამ ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის ყველაზე მაღალი საშუალო ფასი, კვლავ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში დაფიქსირდა (საშუალოზე 20%-ით მაღალი).

4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა აპრილში 234 ლარი შეადგინა. აპრილში, ყველაზე მაღალი საშუალო ფასი ამ ტიპის სასტუმროებში თბილისში დაფიქსირდა (საშუალოზე 16%-ით მაღალი).

5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა აპრილში 394 ლარი შეადგინა. თბილისში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 615 ლარი შეადგინა, კახეთში – 357 ლარი, სამცხე-ჯავახეთში – 304 ლარი, ხოლო აჭარაში – 291 ლარი.

საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა აპრილის თვეში 75 ლარი შეადგინა, ყველაზე მაღალი ფასი საოჯახო ტიპის სასტუმროებში, მარტის მსგავსად, ქვემო ქართლის და გურიის რეგიონებში დაფიქსირდა.

Policy and Management Consulting Group – PMCG -ის ცნობითვე, სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის აპრილში, მარტის თვესთან შედარებით, 4.2%-ით გაიზარდა. სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასები ყველაზე მეტად დედაქალაქში გაიზარდა (6.3%- ით), ფასები ყველაზე მეტად შემცირდა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (4.1%-ით). აღსანიშნავია, რომ აპრილში, მარტთან შედარებით, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 3.1%-ით გაიზარდა, ხოლო 24 საათით და მეტი დროით (ტურისტი) საქართველოში მყოფი საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 4.8%-ით შემცირდა.

3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის აპრილში, მარტთან შედარებით, 3.4%-ით გაიზარდა. მარტის მსგავსად, ამ ტიპის სასტუმროებში ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა თბილისსა და აჭარაში, ხოლო ყველაზე მეტად შემცირდა მცხეთა-მთიანეთში. საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები აპრილში, მარტთან შედარებით 6%-ით გაიზარდა. რეგიონების მიხედვით, ფასები ყველაზე მეტად თბილისში გაიზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები