LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად შეხვდა ელისო ბოლქვაძე ანჯელინა ჯოლის – ნახეთ მათი ერთობლივი ფოტოები!..

129

15 მარტს ჟენევაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ანჯელინა ჯოლი და ელისო ბოლქვაძე სერხიო ვიერა დე მელოს სახელობის ყოველწლიურ ღონისძიებას, საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრნენ. ჰოლივუდის ვარსკვლავი ცნობილი უფლებადამცველის ხსოვნის საღამოზე სიტყვით გამოვიდა, ხოლო ქართველმა პიანისტმა მუსიკალური ნომერი შეასრულა.

ანჯელინა ჯოლისთან ერთად გადაღებული ფოტოები პიანისტმა საკუთარი “ფეისბუქის” გვერდზე ატვირთა.

​ელისო ბოლქვაძე ერთადერთი ქართველი ხელოვანია, რომელიც ფლობს “იუნესკოს მშვიდობის არტისტის” საპატიო ტიტულს. მას ეს წოდება პარიზში, 2015 წლის 22 იანვარს, იუნესკოს გენერალური დირექტორის, ქალბატონი ირინა ბოკოვას მიერ გადაეცა, საქველმოქმედო საქმიანობისათვის – ფონდ “ლირას” დაარსებისათვის, რომელიც 2013 წელს დაარსდა ქართველი ახალგაზრდა პიანისტების დახმარების მიზნით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები