LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სადაც გინდათ იქ წადითო: გერმანიაში ქართველ ტურისტებს პრობლემები შეექმნათ

118

სოციალურ ქსელში გერმანიაში (ბერლინში) მყოფმა ერთმა ჩვენმა თანამემამულემ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმად საქართველოსკენ მომავალ ტურისტებს პრობლემები შეექმნათ. მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო წარმოქმნილი პრობლემის მოგვარება კი არავინ ისურვა – არც აეროპორტმა, არც ავიაკომპანიამ და არც ჩვენმა საელჩომ…
აი რას წერს “ფეისბუქზე” ქართველი ტურისტი:

მოკლედ აეროპორტში დაიწვა ბურგერების ჯიხური. ევაკუაცია გამოაცხადეს და გამოგვიშვეს უკან. სანამ თავიდან შეგვიშვეს ამასობაში გაფრინდა ვიზაირი და ორშაბათზე გადაგვიცვალეს ბილეთები და მანამდე სადაც გინდათ იქ წადითო. აეროპორტმაც ჩვენც გვკიდია, რაც გუნდათ ის ქენთო. საქართველოს საელჩომ ახლობლებს დაურეკეთ ფული გამოგიგზავნონო, ჩვენ მაგის ფული არ გვაქვსო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო / MFA of Georgia Wizzair Georgia

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს ! — at Flughafen Berlin Schönefeld (SXF).

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები