LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთის პროკურატურა ნიკოლა სარკოზის გასამართლებას ითხოვს

89

საფრანგეთის პროკურატურა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის, გასამართლებას ითხოვს, – ამის შესახებ გაზეთი Le Parisien  წერს.

პროკურატურა სარკოზის კორუფციაში, ქრთამის აღებასა და სამსახურეობრივი საიდუმლოს გათქმის დაფარვაში ადანაშაულებს. სასამართლო განხილვის ჩატარების მოთხოვნას პროკურორმა, ელიან ულეტმა, უკვე მოაწერა ხელი.

გამოძიების ვერსიით, 2014  წელს სარკოზის ფარული სამსახურებრივი ინფორმაციის მიღება სურდა. ექსპრეზიდენტს უნდოდა, დაებრუნებინა საკუთარი სამუშაო ჩანაწერები, რომლებიც 2007 წელს კოსმეტიკული კომპანია L’Oreal-ის თანამფლობელის, ლილიან ბეტანკურის, მხრიდან არალეგალური დაფინანსების საქმეზე იყო ამოღებული. 2013 წელს სარკოზის წინააღმდეგ ამ საქმეზე გამოძიება შეწყდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები