LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოდოლიაკი: სარკოზის ფანტასტიკური კრიმინალური ლოგიკა რუსეთის აგრესიულ ომებს ამართლებს

220
BeFunky-collage - 2023-08-17T231059.943

ნიკოლა სარკოზის ფანტასტიკური კრიმინალური ლოგიკა რუსეთის აგრესიულ ომებს ამართლებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.

პოდოლიაკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყირიმისა და დონბასის ტერიტორიები უკრაინის ტერიტორიებია და ამიტომ ომის რეალურად შეჩერების ერთადერთი გზა ამ ტერიტორიებზე საერთაშორისო სამართლის დაბრუნებაა.

„სარკოზის ფანტასტიკური კრიმინალური ლოგიკა, რომელშიც ის ამართლებს რუსეთის აგრესიულ ომებს, კიდევ ერთხელ ავლენს დღევანდელი ომის ერთ-ერთ ფუნდამენტურ მიზეზს. სწორედ დასავლელი ლიდერების მიერ 2008 წელს და განსაკუთრებით 2014 წელს უცხო მიწების მიტაცების პუტინის კრიმინალური გეგმების წახალისებამ ხელი შეუწყო ევროპაში სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებასა და უკრაინელების მასობრივ მკვლელობას“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.

საგულისხმოა, რომ გუშინდელ განცხადებაში ნიკოლა სარკოზიმ უარყო უკრაინის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა და აღნიშნა, რომ „ჩვენ ცრუ დაპირებებს ვყიდით, რომელიც არ შესრულდება”.

ნიკოლა სარკოზი: უკრაინა ნეიტრალური უნდა იყოს, რადგან მისი მოწოდებაა, იყოს ხიდი ევროპასა და რუსეთს შორის

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები