LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლა სარკოზი: უკრაინა ნეიტრალური უნდა იყოს, რადგან მისი მოწოდებაა, იყოს ხიდი ევროპასა და რუსეთს შორის

157
[plknb vbnjkl;kjb;'

უკრაინა ნეიტრალური უნდა იყოს, რადგან მისი მოწოდებაა, იყოს ხიდი ევროპასა და რუსეთს შორის, – აღნიშნულის შესახებ საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპამ უნდა „დააზუსტოს თავისი სტრატეგია” და კომპრომისი მოძებნოს რუსეთთან.

„უკრაინა დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელია. უკრაინა ნეიტრალური უნდა იყოს, რადგან მისი მოწოდებაა, იყოს ხიდი ევროპასა და რუსეთს შორის. უკრაინას სთხოვო, არჩევანი გააკეთოს ამ ორ ერთეულს შორის, მეჩვენება, რომ ეს ეწინააღმდეგება ამ რთული რეგიონის ისტორიასა და გეოგრაფიას. არ მესმის, ეს ნეიტრალიტეტი შეურაცხყოფა როგორ იქნება.

ის ასევე შეიძლება იყოს გარანტირებული საერთაშორისო შეთანხმებით, რომელიც ითვალისწინებს უსაფრთხოების უკიდურესად ძლიერ გარანტიებს, რათა დაიცვას იგი ახალი აგრესიის რისკისგან”, – განაცხადა მან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g