LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოსა და უკრაინის მთავრობებს შორის ურთიერთობა ცივია – სანამ სააკაშვილი დაპატიმრებულია, არ მგონია, რომ ურთიერთობები გაუმჯობესდეს“ – პოდოლიაკი

137
პოდოლიაკი და მიშა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ურთიერთობა საქართველოსა და უკრაინის მთავრობებს შორის ცივია.

ამის შესახებ მან ტვ „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, ყოფილი პრეზიდენტ, სააკაშვილთან მიმართებით თბილისის მთავრობის დამოკიდებულებაა.

„მაგრამ, ამასთანავე, ძალიან მოხარული ვარ საქართველოს მოსახლეობის პოზიციით და თბილი დამოკიდებულება მაქვს მათ მიმართ.

ვიცი, რომ მათ დიდი ფასი გადაიხადეს თავისუფლებისთვის და უფლება აქვთ, რომ იცხოვრონ კომფორტულად ევროკავშირში.

კულება: „ევროკავშირი გაფართოების კომიდან სწორედ უკრაინამ გამოიყვანა - ორი წლის წინ ვერც უკრაინა და ვერც საქართველო ევროპულ პერსპექტივასაც კი ვერ მიიღებდა“

„ევროკავშირისთვის ამ გამოღვიძების მომენტის დაკარგვა, მომენტის დაკარგვა, როდესაც აცნობიერებ, რომ ევროკავშირის გაძლიერება დაკავშირებულია გაფართოებასთან, იქნებოდა დიდი ისტორიული შეცდომა.“

საქართველოშიც არსებობენ „მაღალხარისხიანი“ მენეჯერები, რომელთაც პროევროპული პოზიცია უკავიათ. ამ ჭრილში, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილია.

ასევე გავიმეორებ, რომ უკრაინისა და საქართველოს მთავრობებს შორის ცივი ურთიერთობების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, თბილისის მთავრობის დამოკიდებულებაა ყოფილი პრეზიდენტ, სააკაშვილთან მიმართებით.

არახამია: „საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად“

ამ საკითხზე ძნელია ლაპარაკი, სანამ სააკაშვილი დაპატიმრებულია, არ მგონია, რომ ურთიერთობები გაუმჯობესდეს“. – განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები