LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კულება: „ევროკავშირი გაფართოების კომიდან სწორედ უკრაინამ გამოიყვანა – ორი წლის წინ ვერც უკრაინა და ვერც საქართველო ევროპულ პერსპექტივასაც კი ვერ მიიღებდა“

128
დმიტრო კულება

„იცით, რომ სწორედ უკრაინამ გამოიყვანა ევროკავშირი გაფართოების კომიდან. ორი წლის წინ აქ, ბრიუსელში გაფართოების შესახებ საუბარიც კი შეუძლებელი იყო. იმ დროს ვერც ჩვენ და ვერც საქართველო ევროპულ პერსპექტივასაც კი ვერ მივიღებდით“, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

ბრიუსელში ჟურნალისტებთან საუბრისას უკრაინელმა დიპლომატმა უპასუხა კითხვას, უჭერს თუ არა უკრაინა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და მიიჩნევს თუ არა, რომ ახლა ერთ გუნდში ყოფნა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყნებმა წარმატებას მიაღწიოს:

„ჩემი აზრით, ახლა არის ერთი დიდი ჯგუფი, რომლებსაც უწოდებენ ევროკავშირის გაფართოების მონაწილეებს. ყველა მათგანისთვის მნიშვნელოვანია პროგრესი, რაც უნდა იყოს დაფუძნებული დამსახურებაზე ორიენტირებულ მიდგომაზე, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ევროკავშირი გაფართოების კომიდან უკრაინამ გამოიყვანა.

არახამია: „საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად“

„ვულოცავ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მიღებულ დადებით რეკომენდაციას“.

ორი წლის წინ გაფართოებაზე საუბარიც კი შეუძლებელი იყო. არც ჩვენ და არც საქართველოს ევროპული პერსპექტივაც კი არ გვქონდა მონიჭებული და ახლა ევროკავშირისთვის ამ გამოღვიძების მომენტის დაკარგვა, მომენტის დაკარგვა, როდესაც აცნობიერებ, რომ ევროკავშირის გაძლიერება დაკავშირებულია გაფართოებასთან, იქნებოდა დიდი ისტორიული შეცდომა.

ის, რაც დღევანდელი განხილვის დროს სასწორზე დევს არ არის კონკრეტული ქვეყნის წევრობის საკითხი, არამედ ევროკავშირის მომავლის საკითხია, ევროკავშირის არა მხოლოდ როგორც კავშირის, არამედ როგორც ძალის საკითხი. ევროკავშირის, როგორც ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ ძალის საკითხი“. – აღნიშნა კულებამ.

ჯოზეფ ბორელი: „კარგი ახალი ამბავია ის, რომ საქართველო წინ მიიწევს ევროკავშირის წევრობისკენ.. მოვუწოდებ, ამ გზით სიარული გააგრძელოს“