LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში საარჩევნო უბანზე მოხუცი მამაკაცი გარდაიცვალა

59

პარიზთან ახლოს, დრავეილში, 89 წლის მოხუცი მამაკაცი საარჩევნო უბანზე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას “Le Parisien reports” ავრცელებს.

მედიის ცნობით, მოხუცმა კაცმა ხმის მიცემა მოასწრო, შემდეგ კი გულის არეში ტკივილი იგრძნო და ძირს დაეცა.

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა დროულად მივიდა, თუმცა მოხუცის გადარჩენა ვერ შეძლო.

უბედური შემთხვევის გამო, უბანზე ხმის მიცემა 1 საათით შეწყდა.

პოპულალურები