LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური პოზიციას არ ცვლის და აცხადებს, რომ ხვალიდან სასტუმრო „ლეოგრანდს“ დახურავს

79

ჩვენი პოზიცია უცვლელია, სასტუმრო „ველმონდმა“ (ყოფილი „ლეოგრანდი“) ხვალ, 18:00 საათზე საქმიანობა უნდა შეაჩეროს, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ.

მათივე ინფორმაციით, სასტუმროს დარღვევების გამოსასწორებლად საკმარისი დრო ჰქონდა.

„სასტუმროს ადმინისტრაციას ჰქონდა ყველანაირი ვადა იმისთვის, რომ არათუ გამოესწორებინა კონკრეტული დარღვევები, არამედ ამ მიმართულებით სამუშაოების წარმოება მაინც დაეწყო. შესაბამისად, მოგვმართონ წერილით, განვიხილავთ, ეს სამომავლოდ სასაუბრო თემაა. ამ ეტაპისთვის ჩვენი გადაწყვეტილება არის, რომ სასტუმრომ ექსპლუატაცია უნდა შეაჩეროს და ხვალ, 18:00 საათზე საქმიანობა შეაჩეროს. ჩვენი პოზიცია უცვლელია. ეს ეყრდნობა სასამართლოს ორი ინსტანციის გადაწყვეტილებას,“ – აღნიშნეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

შეგახსენებთ, რომ სასტუმრო „ველმონდის” (ყოფილი ლეოგრანდი) ადმინისტრაცია ითხოვს, ტურისტული სეზონის დასრულებამდე მუშაობის უფლება მისცენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები