LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საიდან შემოდის ყველაზე მეტი ფული საქართველოში

61

 

2017 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 117.7 მლნ დოლარი, ანუ 283.9 მლნ ლარი შეადგინა, რაც 17.1 პროცენტით (17.2 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.9 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივნისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების 92.7 პროცენტი მოდიოდა.

ყველაზე მეტი თანხა ივნისში რუსეთიდან შემოვიდა, საუბარია 39.4 მილიონ დოლარზე, შემდეგ მოდის აშშ 12,2 მილიონი დოლარით, ისრაელი 10,4 მილიონი დოლარით, თურქეთი – 9.5მილიონი აშშ დოლარით და უკრაინა – 2.2მილიონი დოლარით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები