LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საინტერესო ამბავი, რომელიც ხატია ბუნიათიშვილს პარიზში გადახდა – „შენი ღირსეული ქცევითაც უთბობ ადამიანებს გულებს…“

126

წმინდა თამარ მეფის ტაძრის „ფეისბუქ“-გვერდი ავრცელებს ფოტოებსა და საინტერესო ამბავს, რომელიც პარიზში კონცერტისას თავს ცნობილ ქართველ პიანისტს, ხატია ბუნითიშვილს გადახდა. პოსტის ავტორი სასულიერო პირია, რომელიც ამ ტაძარში მოღვაწეობს.

გვერდზე ეს ამბავი შედმეგნაირად არის მოთხრობილი:

„ეს ის კადრებია, რომელსაც ალბათ ხელოვნურად ვერ შეასრულებ. ეს შენი შინაგანი მესგან უნდა მოდიოდეს. თვით ადამიანის სული ხომ განაპირობებს მის უბრალოებას და სწორედ ესაა ყველაზე დიდი სილამაზე ჩვენში…

მინდა, ამ ფოტოების ისტორია მოგითხროთ, რისი თვითმხილველიც თავად გახლდით და სპეციალურად ავსახე ფოტოზე. მე ამ კადრების დაკარგვის უფლება არ მქონდა, ხოლო ხატიას ემოციების გულწრფელობაში დარწმუნებული ვარ. ვინ ვის და მე, როგორც სასულიერო პირს, არ მეშლება ადამიანის სიწრფელე.

შუაგულ პარიზში სავსე დარბაზი მის მოსასმენად იყო მოსული. ხატიას გამოსვლის შემდეგ იგი იჯდა გარეთ და ხელს უწერდა საკუთარ ალბომებს მის გულშემატკივრებს (როგორც თვითონ აღნიშნავს ხოლმე, მას არ ჰყავს თაყვანისმცემლები, მას ჰყავს გულშემატკივრები). მის შორი -ახლოს იდგა დამლაგებელი ქალი მთელი მისი „სადამლაგებლო ინვენტარით“ და მისი „სტატუსიდან“ გამომდინარე, ვერ ბედავდა ახლოს მისვლას და შორიდან ეფერებოდა თვალებით. აშკარად ეტყობოდა, რომ არ ყოფნიდა სითამამე, ახლოს მისულიყო მასთან. სწორედ აქ ხდება ყველაზე საინტერესო: ხატიას თვალებს ეს არ გამოჰპარვია. წამიერად ტოვებს მის გულშემატკივრებს და დანარჩენ სათქმელს ჩემ მიერ ქვემოთ დადებული ფოტოები გეტყვით ….

P.S მეგობრებო, არასოდეს დავკარგოთ უბრალოება, უმჯობესია, ვიგრძნოთ სულიერი ემოციები და არა ფიზიკური ფასეულობები. პატივი ვცეთ ერთმანეთის გრძნობებს, მიუხედავად ჩვენი სტატუსისა თუ პროფესიისა.

მადლობა, ხატია, რომ არსებობ და არა მარტო შენი ნიჭიერებით უთბობ ადამიანებს გულებს, არამედ შენი ღირსეული ქცევითაც და არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის საამაყო შვილი ხარ“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები